ირაკლი ღარიბაშვილი - გუბაზ სანიკიძე მიეყიდა სააკაშვილს - 100 ათას დოლარად არის გაყიდული

შენ ხარ გაყიდული, ნაძირალა კაცო, სულგაყიდული მოღალატე ხარ - გუბაზ სანიკიძისნაირი მოღალატეები და არაკაცები ვეღარასდროს ვეღარ იქნებიან ამ ქვეყანაში ხელისუფლების წარმომადგენლები, - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით გამოსვლისას ოპოზიციონერ დეპუტატ გუბაზ სანიკიძეს.

ღარიბაშვილმა ასევე, დეპუტატ დავით უსუფაშვილის მისამართითაც თქვა, რომ ის მოღალატეა. პრემიერის ამ გამოსვლას დარბაზიდან რეპლიკები და მასსა და სანიკიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

„ბატონ გუბაზს მადლობა რჩევებისთვის, მაგრამ, მინდა, შემდეგი რაღაც ვუთხრა ამ კაცს, რომელიც ბევრი უსამართლო და ღვარძლიანი, ბოროტი გამონათქვამებით გამოირჩევა. ეს კაცი ერთ დროს ჩვენი გუნდის წევრი იყო, ეს კაცი ოცნებობდა მილიონ დოლარზე. მინდა გითხრათ, ეს კაცი როგორ გაიყიდა, როგორ მიეყიდა სააკაშვილს. 100 ათას დოლარად არის გაყიდული. შენ ხარ გაყიდული, ნაძირალა კაცო. სულგაყიდული მოღალატე ხარ. გუბაზ სანიკიძისნაირი მოღალატეები და არაკაცები ვეღარასდროს იქნებიან ამ ქვეყანაში ხელისუფლების წარმომადგენლები. შეეშვით, შეეშვით ამ არაკაცს. როგორ არ გრცხვენია, მოღალატე. შენ ხარ ნაძირალა და მოღალატე ადამიანი. შეეშვით, ეყოფა თავისი უბედურება, თავისი ტრაგედია. გუბაზისნაირ არაკაცებს მინდა ვუთხრა, რომ თქვენნაირი მოღალატე ხალხი ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდებიან. შენ ხარ სულგაყიდული, მოღალატე კაცი, შენნაირი მოღალატეების ხელისუფლება ჩვენმა ხალხმა დიდი ხანია გაისტუმრა.

ჩვენი დესტრუქციული, რადიკალური, ექსტრემისტული ოპოზიცია ჩვენს ხალხს სთავაზობს ქვეყნის განადგურებას, ომს, სთავაზობს არა ევროპულ, არამედ განადგურებულ მომავალს. მინდა, ბატონო გუბაზ, შენ გითხრა და უსუფაშვილისნაირ სხვა მოღალატეებს, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი უცხო ქვეყნის მსახურებს არ ეკუთვნით. ჩვენი ქვეყნის მომავალი ეკუთვნის პატრიოტებს, ჩვენს მომავალ თაობას და არა თქვენნაირ მოღალატეებს. ჩვენი ხალხი მარტივი არჩევანის წინაშე დგას - ექსტრემისტულ, რადიკალურ ძალას უნდა ომი და ქვეყნის განადგურება, ჩვენ გვინდა მშვიდობა და ქვეყნის გადარჩენა და განვითარება. ეს არჩევანი გვაქვს“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა