რომან გოცირიძე - ადამიანები, რომლებიც სხედან პლენარულ სხდომათა დარბაზში, კრიმინალები არიან - ერთ ადამიანს ათი სცემდა, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული

ადამიანები, რომლებიც სხედან პლენარულ სხდომათა დარბაზში, კრიმინალები არიან, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარლამენტის ფოიეში მომხდარ ფაქტს, რა დროსაც უმრავლესობის დეპუტატები გუბაზ სანიკიძეს დაუპირისპირდნენ, მათ შორის, ფიზიკურად.

გოცირიძე მიიჩნევს, რომ ეს იყო მიზანმიმართული მაშინ, როცა ქვეყანაში იმყოფება გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი.

„პრემიერ- მინისტრი მოღალატეობრივი ტექსტებით გამოდიოდა და პირდაპირ ცილი დასწამა ცალკეულ ოპოზიციონერ დეპუტატებს, შეურაცხყოფა მიაყენა გუბაზ სანიკიძეს, შეკამათების შემდეგ, მას ათამდე დეპუტატი და უცხო ადამიანები დაესხა თავს, როგორც ჩანს, ისინი პრემიერს ჰყავდა დაცვიდან ან არ ვიცი, ვინ იყვნენ, ძნელი იყო გარჩევა, ერთ ადამიანს ათი ადამიანი სცემდა. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული“, - განაცხადა გოცირიძემ.

ინფორმაციისთვის, პარლამენტის დერეფანში ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.

პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრის მოსმენის დასრულების შემდეგ, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ოპოზიციონერ გუბაზ სანიკიძეს კიბეებთან დაედევნნენ.

დაპირისპირებაში მონაწილეობდნენ დავით მათიკაშვილი და ალუდა ღუდუშაური. აღსანიშნავია, რომ ღუდუშაურმა სანიკიძეს ფეხი მოუქნია.

დაპირისპირება სხდომათა დარბაზში მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა გუბაზ სანიკიძეს გაყიდული ადამიანი უწოდა.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
ბოხუას ცენტრში რეგიონში პირველი წარმატებული გულის გადანერგვის ალტერნატიული ჩარევა, გულის პარკუჭოვანი სისტემის იმპლანტაცია ჩატარდა
პანკავკასიური ორკესტრი - წინანდლის ფესტივალის სავიზიტო ბარათი