ირაკლი კობახიძე - მე რაც ვნახე, არანაირი დარტყმა არ ჩანს, იქ ჩანს, რომ გუბაზ სანიკიძე სამარცხვინოდ გარბის - სანიკიძეში გადაიხადეს 100 000 დოლარი, სხვა წევრები, ვისაც "ნაცმოძრაობაში" ამდენს ვერ უხდიან, პარტიიდან გარბიან

ყველა „ნაცი“, რომელიც 100 ათასს დოლარად „ნაცდება“, ასე უნდა გარბოდეს პარლამენტის შენობიდან, ეს არის გუბაზ სანიკიძის ხვედრი, - ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის დერეფანში „ქართული ოცნების“ დეპუტატებსა და ოპოზიციონერ გუბაზ სანიკიძის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება.

კობახიძის განცხადებით, ეს არის გუბაზ სანიკიძის მიერ საკუთარი თავისთვის გამოტანილი განაჩენი.

"მე დეტალები არ ვიცი, მაგრამ სამარცხვინოდ მოუწია გაქცევა პარლამენტის შენობიდან გუბაზ სანიკიძეს. ეს იყო სათანადო პასუხი იმ სამარცხვინო განცხადებაზე, რომელიც მან გააკეთა. ვინც საქმეშია ჩახედული ყველამ იცის, რომ გუბაზ სანიკიძეს “ნაციონალობისთვის” აქვს აღებული 100 ათასი დოლარი, მილიონი ვერ იშოვა, მაგრამ იშოვა 100 ათასი დოლარი. 100 ათას დოლარად, როცა “ნაცი” ხდები, ამაზე დიდი სირცხვილი უბრალოდ არ არსებობს. ცემაზე არაფერი არ ვიცი. მე ვიცი, რომ სამარცხვინოდ გაიქცა პარლამენტის შენობიდან. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ადამიანი მართლა მორალური ფსკერია. თვითონაც იცის, 100 ათასი დოლარი აქვს აღებული “განაცებაში”. უარყოფა უნდოდა ამ 100 ათასი დოლარის აღების. 100 ათას დოლარად "განაცდა" და მერე საკუთარ დედასაც არ სცა პატივი, ეს არის გუბაზ სანიკიძის სახე. ეს არის მორალური ფსკერი. ასეთი ადამიანები პარლამენტის შენობიდან ასეთი ფორმით უნდა გადიოდნენ. ასეთი განცხადებების შემდეგ მას უნდა უწევდეს გაქცევა პარლამენტის შენობიდან. დღეს მას სამარცხვინოდ მოუწია გაქცევა.

ფიზიკურ დაპირისპირებაზე არ ვიცი, ვიცი, რომ გუბაზ სანიკიძე სამარცხვინოდ გაიქცა. მე რაც ვნახე, არანაირი დარტყმა არ ჩანს და არც არაფერი მსგავსი. მე, რაც ვნახე იქ ჩანს, რომ გუბაზ სანიკიძე სამარცხვინოდ გარბის პარლამენტის შენობიდან. ყველა „ნაცი“, რომელიც 100 ათას დოლარად „ნაცდება“ ასე უნდა გარბოდეს პარლამენტის შენობიდან. ეს არის გუბაზ სანიკიძის ხვედრი. ეს არის გუბაზ სანიკიძის მიერ საკუთარი თავისთვის გამოტანილი განაჩენი. 100 ათასს დოლარად, რომ "განაცდები", მეტის ღირსი ბუნებრივია, არ ხარ...

გუბაზ სანიკიძეში გადაიხადეს 100 000 დოლარი. სხვა წევრები, ვისაც ვერ უხდიან 100 000 დოლარს, გარბიან პარტიიდან.

„ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის პროცესი გაგრძელდება და ამის მიზეზია ის, რომ “„ნაცმოძრაობა“ არის აბსოლუტურად ამორალური პოლიტიკური ძალა“.

დღეს იმდენად მოშლილია „ნაცმოძრაობა“, რომ არავითარი სხვა რესურსი მათ აღარ აქვთ. ერთადერთი შანსი აქვთ, რომ ვიღაცას მისცენ 100 000 დოლარი და დატოვონ საკუთარ პარტიაში.

რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკური პარტია არის სრული ფსკერი მორალური თვალსაზრისით და პოლიტიკური თვალსაზრისით „ნაცმოძრაობის“ დაშლის პროცესი გაგრძელდება და მას აქვს ერთადერთი მთავარი მიზეზი. ეს არის ის, რომ „ნაცმოძრაობა“ არის აბსოლუტურად ამორალური პოლიტიკური ძალა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა