ილია დარჩიაშვილი - ბიჭვინთის აგარაკის, მისი მიმდებარე ტერიტორიის და საზღვაო აკვატორიის ნაწილის რუსეთისთვის გადაცემის საკითხი ცალსახად წარმოადგენს საოკუპაციო პოლიტიკის გაგრძელებას

საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ბიჭვინთის აგარაკის, მისი მიმდებარე ტერიტორიის და საზღვაო აკვატორიის ნაწილის რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემის საკითხი ცალსახად წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო პოლიტიკის გაგრძელებას.

როგორც მან პარლამენტში ინტერპელაციის წესით დეპუტატების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოიყენა მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი, რათა საერთაშორისო საზოგადოება შესაბამისად ყოფილიყო ინფორმირებული და მომხდარიყო საკითხზე მკაფიო რეაგირება.

„ამ მიმართულებით აღსანიშნავია, რომ საკითხი განხილვის თემა იყო ქართული მხარის მიერ გამართულ ყველა ორმხრივ თუ მრავალმხრივ შეხვედრაზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ ვიზიტებისას, სადაც ამ თემასთან ერთად მწვავედ იყო დაყენებული სხვა, მათ შორის სოფელ აიბღას საკითხი, ე.წ. ინტეგრაციული შეთანხმებები და ე.წ. პროგრამა ოკუპირებულ აფხაზეთთან საერთო სოციალური ეკონომიკური სივრცის შექმნაზე. ამასთან, აღნიშნული თემა აისახა ქართული მხარის მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, მათ შორის ნატო-სა და ევროსაბჭოსთვის მომზადებულ ანგარიშებშიც. ამასთან, ქართული მხარე მუშაობს, რომ საკითხი მუდმივად იყოს ასახული ჩვენი პარტნიორი ქვეყნების და ორგანიზაციების განცხადებებში, დეკლარაციებში, რეზოლუციებში და სხვა ოფიციალურ დოკუმენტებში. ამ ეტაპზე, საკითხი უკვე დაფიქსირდა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 26-ე კონსოლიდირებულ ანგარიშში „კონფლიქტი საქართველოში“ და ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფის მიერ ომის 14 წლისთავთან გაკეთებულ განცხადებაში. ამასთან, საკითხი აქტიურად დგას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან მუშაობის პროცესში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გააგრძელებს მუშაობას, რათა ბიჭვინთის თემა რუსულ-ქართული კონფლიქტის სხვა განზომილებებს შორის საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში დარჩეს და ჰქონდეს შესაბამისი რეაგირება ჩვენი პარტნიორების მხრიდან“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

ამასთან, დარჩიაშვილის თქმით, საქართველოს დიპლომატიური სამსახური, ICAO-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ჩართულობით, მჭიდროდ თანამშრომლობს ICAO-სთან სოხუმში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან სოხუმის აეროპორტის საკითხზე.

„აღნიშნულთან დაკავშირებით კანადაში არაერთი შეხვედრა გაიმართა ორგანიზაციის ხელმძღვანელობასთან და შესაბამისად, ისინი კარგად იცნობენ საკითხს.

„ICAO, რომელიც გაერო-ს სააგენტოს წარმოადგენს, აფხაზეთის რეგიონსა და მის ზემოთ არსებულ საჰაერო სივრცეს საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად განიხილავს და ერთმნიშვნელოვნად და თანმიმდევრულად იცავს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. შესაბამისად, ჩვენ სრული მხარდაჭერა გვაქვს ორგანიზაციის მხრიდან, რომ რომელიმე ქვეყნის, მათ შორის რუსეთის მხრიდან ამგვარი მიმართვის შემთხვევაში არც კი განიხილავს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის საჰაერო სივრცისთვის, რომელშიც აფხაზეთი შედის, მინიჭებული ერთიანი სპეციალური კოდის FIR (Flight Information Region) შეცვლის, ან მეორე ქვეყნის საჰაერო სივრცის ან მისი ნაწილის კოდზე მიბმის საკითხს, რადგან ქვეყნის საჰაერო სივრცის კოდის ცვლილება მხოლოდ ამ ქვეყნის თანხმობით შეიძლება. შესაბამისად რა კოდიც არ უნდა მიანიჭოს რუსეთმა სოხუმის აეროპორტს, ICAO მას ყოველთვის საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად განიხილავს. ჩვენ, ცხადია, ყურადღებით ვადევნებთ თვალს მოვლენებს და საჭიროების შემთხვევაში გადაიდგმება შესაბამისი ნაბიჯები.

იცით, რომ სოხუმის აეროპორტი და შესაბამისი საჰაერო სივრცე ჯერ კიდევ 1993 წელს დაიკეტა. ჩიკაგოს კონვენცია და ICAO-ს პრინციპები კონვენციის წევრ ქვეყნებს უკრძალავს საჰაერო ნავიგაციის სფეროში ისეთ ქმედებებს, რაც მეორე ქვეყნის სუვერენიტეტს არღვევს. საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის საჰაერო სივრცისთვის, რომელშიც აფხაზეთი შედის, მინიჭებული ერთიანი სპეციალური კოდის FIR (Flight Information Region) შეცვლა, ან მეორე ქვეყნის საჰაერო სივრცის ან მისი ნაწილის კოდზე მიბმა საქართველოს თანხმობის გარეშე შეუძლებელია“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა