ირაკლი კობახიძე - რა დაშავდება მიხეილ სააკაშვილს ცივი მჭადის ნაცვლად თბილი პური რომ მიუტანონ? ის დაშავდება, რომ გასუქდება

რა დაშავდება მიხეილ სააკაშვილს ცივი მჭადის ნაცვლად თბილი პური რომ მიუტანონ? ის დაშავდება, რომ გასუქდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის თვითდაზიანებას საქართველოს მთავრობა ვერც გათავისუფლებით და ვერც საზღვარგარეთ გადაყვანით ვერ უპასუხებს, რადგან საქართველოში კანონი უნდა აღსრულდეს.

მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობისთვის გამოსავალი არის ის, რომ მან ჩვეულებრივად მიიღოს სათანადო კალორაჟის საკვები. რა დაშავდება ცივი მჭადის ნაცვლად თბილი პური რომ მიუტანონ? ის დაშავდება, რომ გასუქდება. წარმოიდგინეთ, რა სამარცხვინოა ოჯახის ქმედება. გასაგებია, რომ თავად სააკაშვილი ეუბნება, რომ არასათანადო კალორაჟის საკვები მიუტანონ, მაგრამ როდესაც დედა, ძმა ან შვილი ხარ, როგორ შეიძლება ასე მოიქცე. კეთილი ინებონ და თვითდაზიანების მცდელობებს თავი დაანებონ. ასეთ შემთხვევაში პრობლემა აღარ იქნება. პრობლემა არის ის, რომ თვითდაზიანების რეჟიმშია და აქედან გამომდინარე, წონაში იკლებს. ამ სამარცხვინო ქმედების წახალისება, სამწუხაროდ, გარედან ხდება. ამ სამარცხვინო მოვლენას, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერც გათავისუფლებით და ვერც საზღვარგარეთ გადაყვანით ვერ ვუპასუხებთ. საქართველოში კანონი უნდა აღსრულდეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
გიორგი კაჭარავა - რა უნდა რუსეთს? რუსული სცენარით კონფლიქტების „მოგვარების“  შემთხვევაში  რა „სარგებელს“ და საფრთხეებს მიიღებს საქართველო?
„ბიბლუსმა“ სტამბოლში საქართველოს ფარგლებს გარეთ რიგით მესამე ბიბლიოთეკა გახსნა - „ბიბლუსის“ დელეგაცია მსოფლიო პატრიარქმა მიიღო
„ჰიუნდაი ავტო საქართველოში“ შერჩეულ მოდელებზე მწარმოებლის ბონუსს მიიღებთ
„ვისოლის“ მხარდაჭერით, გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის