თეონა აქუბარდია ილია დარჩიაშვილს - მგონი, ერთადერთ მინისტრი ხართ, საგარეო ფრონტზე, რომელსაც ანტიდასავლური განცხადებები არ გაუკეთებია, ამისთვის გულწრფელად გიხდით მადლობას

პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს იმისთვის, რომ „ანტიდასავლური განცხადებები არ გაუკეთებია“, მადლობა გადაუხადა.

ამასთან, როგორც აქუბარდიამ დარჩიაშვილის ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა, პროცედურის ფარგლებში მის კითხვებზე საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ამომწურავი პასუხები გასცა.

„ბატონო მინისტრო, მგონი, თქვენ ერთადერთ მინისტრი ხართ, საგარეო ფრონტზე, რომელსაც ანტიდასავლური განცხადებები არ გაუკეთებია. ამისთვის გულწრფელად გიხდით მადლობას, ისევე როგორც იმ პასუხებისთვის, რომელიც ამომწურავადაა მოცემული - დაგვიანებით, თუმცა მიღებულია“,- განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
გიორგი კაჭარავა - რა უნდა რუსეთს? რუსული სცენარით კონფლიქტების „მოგვარების“  შემთხვევაში  რა „სარგებელს“ და საფრთხეებს მიიღებს საქართველო?
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის