ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი ქვეყნის მომავალი არ ეკუთვნის უცხო ქვეყნის მსახურებს, ჩვენი ქვეყნის მომავალი ეკუთვნის პატრიოტებს, ჩვენს მომავალ თაობას

ჩვენი ქვეყნის მომავალი არ ეკუთვნის უცხო ქვეყნის მსახურებს. ჩვენი ქვეყნის მომავალი ეკუთვნის პატრიოტებს, ჩვენს მომავალ თაობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაურს ინტერპელაციის წესით უსმენენ.

პრემიერის თქმით, ექსტრემისტულ, რადიკალურ ძალას უნდა ომი და ქვეყნის განადგურება.

„რას სთავაზობს ჩვენი დესტრუქციული ოპოზიცია ჩვენს ხალხს. ჩვენი დესტრუქციული, რადიკალური, ექსტრემისტული ორგანიზაცია სთავაზობს ჩვენი ქვეყნის განადგურებას, ომს, სთავაზობს არა ევროპულ, არამედ განადგურებულ მომავალს და მინდა, ბატონო გუბაზ, თქვენ გითხრათ, შენ გითხრა და უსუფაშვილისნაირ სხვა მოღალატეებს, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი არ ეკუთვნის უცხო ქვეყნის მსახურებს. ჩვენი ქვეყნის მომავალი ეკუთვნის პატრიოტებს, ჩვენს მომავალ თაობას და არა თქვენნაირ მოღალატეებს.

ამიტომ, ბოლოს მინდა გითხრათ, რომ ძალიან მარტივი არჩევანის წინაშე დგას ჩვენი ხალხი. ექსტრემისტულ, რადიკალურ ძალას უნდა ომი და ქვეყნის განადგურება. ჩვენ გვინდა მშვიდობა და ქვეყნის გადარჩენა, განვითარება. ეს არჩევანი გვაქვს ჩვენი ხალხის წინაშე“, - განაცხადა პრემიერმა.

ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა