პრემიერი - საწვავის ფასები არის შემცირებული - ეს კომუნიკაცია, დიალოგი გრძელდება საწვავის იმპორტიორებთან და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კიდევ უფრო შევამციროთ საწვავის ფასი, მათ შორის, დიზელის ფასიც

ჩვენ ახლა დავიწყეთ აქტიური მოლაპარაკება და შედეგი სახეზე არის, რომ საწვავის ფასები არის შემცირებული. ორ ლარს ჩამოსცდა უკვე არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე ბენზინის ფასი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაურს ინტერპელაციის წესით უსმენენ.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ყველაფერი გაკეთდება, რათა ფასები კიდევ უფრო შემცირდეს.

„ეს კომუნიკაცია, დიალოგი გრძელდება საწვავის იმპორტიორებთან და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კიდევ უფრო შევამციროთ საწვავის ფასი, მათ შორის, დიზელის ფასიც.

ჩვენ აქტიურად დავიწყეთ მუშაობა სურსათის პროდუქტების ფასების შემცირებაზე, უკვე გაიაფდა მას შემდეგ, რაც დავაანონსე მთავრობაზე ჩვენი გეგმა, რომ ძალიან მალე პარლამენტს წარმოგიდგენთ ახალ კანონპროექტს, რომელიც დაარეგულირებს, მათ შორის, იმპორტიორსა და გამყიდველს შორის, საცალო ქსელებს შორის ურთიერთობას. დღეს უკვე 20-30%-ით არის შემცირებული ფასები სურსათზე, ძირითად პროდუქტებზე და ასევე, ჩვენი ვარაუდით, კიდევ უფრო დაიკლებს მომდევნო თვეებში, მას შემდეგ, რაც ამ კანონს მივიღებთ და ახალ რეგულაციებს შემოვიტანთ. მთლიანობაში გვაქვს კონკრეტული ხედვები დევნილების სახლების მშენებლობა იქნება, თუ გაუმჯობესებული სერვისები იქნება, ყველა მიმართულებით ჩვენ ვაჩვენებთ სერიოზულ პროგრესს“, - განაცხადა პრემიერმა.

ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება