გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი ოპოზიციას ხვდება. შეხვედრა გერმანიის ელჩის რეზიდენციაში მიმდინარეობს.
ანალენა ბერბოკთან შეხვედრაზე იმყოფება პარტია „ლელოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, პარტია „საქართველოსთვის" წევრი ნათია მეზვრიშვილი, „სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენელი სერგო ჩიხლაძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი.
ოფიციალური ვიზიტისას გათვალისწინებული შეხვედრები გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებით დაიწყო. ის ასევე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა მინისტრს.
ანალენა ბერბოკი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა და ქვეყანას დღეს დატოვებს.