არმაზ ახვლედიანი ილია დარჩიაშვილს - ასე თუ გაგრძელდა, შესაძლოა, საქმე იქამდეც მივიდეს, რომ თქვენი სამთავრობო თვითმფრინავისთვის შესაძლებელი აღარ იყოს სხვადასხვა ევროპულ დედაქალაქში დაშვება

ასე თუ გაგრძელდა, შესაძლოა, საქმე იქამდეც მივიდეს, რომ თქვენი სამთავრობო თვითმფრინავისთვის შესაძლებელი აღარ იყოს სხვადასხვა ევროპულ დედაქალაქში დაშვება. მე არც ამას გამოვრიცხავ, სწორედ, ამიტომ მოგიწოდებთ, რომ დროულად შემოჰკრათ განგაშის ზარი, - ასე მიმართა დამოუკიდებელმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს, რომელიც პარლამენტში ე.წ. ინტერპელაციის წესით იმყოფება.

ახვლედიანმა დარჩიაშვილს მიმართა, იმ შემთხვევაში, თუ მომავალ წელს კვლავ საგარეო უწყების ხელმძღვანელი იქნება, საინტერესოა, რას უპასუხებს მისსავე კოლეგებს ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოზე.

„ქვეყანაში ასეთ უცნაურ გარემოში თქვენი დიპლომატიური ეტიკეტი, თქვენი გამოცდილება ვერაფერს იზამს. ვერც სხვა შემთხვევაში იზამს, როდესაც ხვდებოდით ნატო-ს წარმომადგენლებს. ხვალ და ზეგ შეხვედრა მოგიწევთ ამერიკელ და სხვა კოლეგებთან. მეტს გეტყვით, ასე თუ გაგრძელდა შესაძლოა, საქმე იქამდეც მივიდეს, სიმბოლურად ვიტყვი, რომ თქვენი სამთავრობო თვითმფრინავისთვის შესაძლებელი აღარ იყოს სხვადასხვა ევროპულ დედაქალაქში დაშვება. მე არც ამას გამოვრიცხავ, სწორედ ამიტომ მოგიწოდებთ, რომ დროულად შემოჰკრათ განგაშის ზარი. სხვა გზას მე ვერ ვხედავ. თუკი ვინმეს ჩაფიქრებული აქვს, აქ გადატრიალება ან რამე სხვა, მკაცრად გავემიჯნები, მაგრამ ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, როდესაც საზოგადოებას აღარ უტოვებთ არანაირ შესაძლებლობას, რომ თავის აზრი არჩევნების გზით გამოხატოს, მაშინ საზოგადოების ამ ნაწილს შესაძლოა, მოეხსნას კიდეც პასუხისმგებლობა იმიტომ, რომ სხვა გზა არ რჩება. ვიმეორებ, მე ამის მომხრე არ ვარ, მაგრამ თქვენი მთავრობა და თქვენი მმართველი ძალა პროცესს აქეთკენ თავად უბიძგებს. ძალიან მაინტერესებს, თუ თქვენ მომავალ წელს კვლავ მინისტრი იქნებით, რას უპასუხებთ კოლეგებს, თქვენ პარტნიორებს იმასთან დაკავშირებით, რომ წინასაარჩევნო გარემო, რაც ახლა არის და ასე თუ წავიდა საქმე, ტრაგიკული, დრამატული იქნება. რა იქნება თქვენი ახსნა? თქვენ ხომ მშვენივრად ხვდებით, რა რეაქცია იქნება ამაზე დასავლეთიდან“, - განაცხადა ახვლედიანმა.

ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა