საგარეო საქმეთა მინისტრი - 12 პრიორიტეტის განსაზღვრის დღიდან მთლიანად საჯარო სამსახური დგამს ნაბიჯებს რეკომენდაციების სრულად შესრულების მიმართულებით

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, სამინისტროს მხრიდან კომპეტენციის ფარგლებში, ხორციელდება დეზინფორმაციის მონიტორინგი ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებთან დაკავშირებით.

ამის შესახებ მან პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით დეპუტატების დასმულ კითხვებს პასუხობს.

„2020 წლის იანვრიდან სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ მიმდინარეობს რუსულენოვანი ონლაინმედიის მონიტორინგი და ანალიზი საქართველოსთან დაკავშირებით არსებული მთავარი გზავნილების იდენტიფიცირების მიზნით. შედეგად მზადდება ყოველთვიური მედიამონიტორინგის დოკუმენტი, რომელიც ეგზავნება სამინისტროს ცენტრალურ აპარატს, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, ასევე, პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციებს, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს და საქართველოს პარლამენტის შესაბამის კომიტეტებს. დოკუმენტის მიზანია, დეზინფორმაციული ნარატივების მიმდინარე ტენდენციების მუდმივი კონტროლი და პოლიტიკის დაგეგმვისას მათი გათვალისწინება. დოკუმენტის შექმნისას, მათ შორის, ხდება ბრიტანული დეზინფორმაციის საწინააღმდეგო ინსტრუმენტის RESIST 2-ის გამოყენება და ასევე ევროკავშირის მედიამონიტორინგის პროგრამის (EMM) გამოყენება. პროგრამა წარმოადგენს მედიამონიტორინგის გამარტივებულ სისტემას, მასში სტატიების მოძიების ფუნქციასთან ერთად ჩაშენებულია სენტიმენტის ანალიზის ხელსაწყო, რომელიც სტატიის ხასიათის განსაზღვრის საშუალებას იძლევა.

აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის კოორდინაციით განახლდა „ევროკავშირსა და ნატოში გაწევრების შესახებ საქართველოს მთავრობის კომუნიკაციის სტრატეგია 2021-2025 წლებისთვის“. დოკუმენტის მიზანია ევროკავშირსა და ნატოში გაწევრებისადმი საქართველოს მოსახლეობის მაღალი და გაცნობიერებული მხარდაჭერის ხელშეწყობა და მოსახლეობაზე ანტიდასავლური პროპაგანდის ზეგავლენის პრევენცია და შემცირება“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

რაც შეეხება კითხვის იმ ნაწილს, რომელიც შეეხებოდა აშშ-ის ელჩის მიმართ ცალკეული პოლიტიკოსის გამონათქვამებს, მინისტრის თქმით, კომპეტენციის ფარგლებში უწყება აქტიურ კომუნიკაციას ეწევა საქართველოს საგარეო პოლიტიკის სხვა პრიორიტეტების, მათ შორის საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან აშშ-სთან სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ, საზოგადოების ინფორმირების თვალსაზრისით.

„მოსახლეობას აქტიურად მიეწოდება ინფორმაცია გამართული მაღალი დონის შეხვედრების, აშშ-ს მხრიდან საქართველოს მიმართ მხარდამჭერი აქტივობების თაობაზე. საქართველო არის GEC-IQ პლატფორმის წევრი, რომელიც არის ინფორმაციის გაზიარების პლატფორმა. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი მინიჭება ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკის პრიორიტეტული ამოცანაა 2023 წელს. ამასთან, ის ევროპელ პარტნიორებთან, წევრი ქვეყნების დედაქალაქებში ჩემს კოლეგებთან კონსულტაციებისა და ზოგადად, ევროინტეგრაციის საკითხებში თანამშრომლობის დღის წესრიგის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხია. 12 პრიორიტეტის განსაზღვრის დღიდან მთლიანად საჯარო სამსახური საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო კოორდინაციაში დგამს ნაბიჯებს ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტის სრულად შესრულების მიმართულებით“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა