ილია დარჩიაშვილი -  2023 წლის შემოდგომაზე, პირველად მოხდება საქართველოს პროგრესის შეფასება  გაფართოების ერთიანი პაკეტის ფარგლებში - თავად სახელწოდება მიუთითებს, თუ რა პროცესში გადაინაცვლა საქართველომ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, 2023 წლის შემოდგომაზე, პირველად მოხდება საქართველოს პროგრესის შეფასება ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესზე. ამის შესახებ მან პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ის ინტერპელაციის წესით დეპუტატების დასმულ კითხვებს პასუხობს.

„საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთების შემდეგ, ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად, 11 აპრილს, საქართველოს გადმოეცა ევროკომისიის მიერ შემუშავებული სპეციალური კითხვარის პირველი, პოლიტიკურ-ეკონომიკური ნაწილი, რომელიც 369 კითხვას აერთიანებდა, ხოლო 19 აპრილს კითხვარის მეორე - სექტორული ნაწილი, რომელიც 2300-ამდე კითხვას მოიცავდა.

საქართველომ ღირსეულად გაართვა თავი დასახულ ამოცანას და, ვადაზე ადრე, მაღალ დონეზე შეავსო კითხვარი. ეს არ არის მხოლოდ ქართული მხარის შეფასება, არამედ, ამ შეფასებას იზიარებენ ჩვენი პარტნიორები და მოკავშირეები ევროკავშირში. კითხვარის შემუშავების პროცესი აყვანილი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირად კონტროლზე, ხოლო თითოეული უწყების ხელმძღვანელის მხრიდან ასევე კირად კონტროლზე საკუთარ უწყებების შიგნით. ევროკომისიის მხრიდან მაღალი შეფასება მიეცა ქართული მხარის მიერ წარდგენილ კითხვარს.

23 ივნისს, ევროკომისიის მიერ კითხვარის პირველი ნაწილის შეფასებაზე დაყრდნობით, საქართველოს მიენიჭა ევროპული პერსპექტივა, რაც ისტორიული გადაწყვეტილებაა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. 2023 წლის 2 თებერვალს ევროკომისიამ გამოაქვეყნა შევსებული კითხვარის მეორე, სექტორული ნაწილის შეფასება, რომელიც აფასებს ევროკავშირთან საქართველოს საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოების ხარისხსა და ქვეყნის მიერ ევროკავშირთან სექტორული ინტეგრაციის ფარგლებში გატარებული რეფორმების ეფექტიანობას, ანგარიში საკმაოდ პოზიტიურია და აღიარებს საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს თითქმის ყველა სფეროში.

ამასთან, როგორც ზევით აღინიშნა, მიმდინარეობს ევროკავშირთან აქტიური კომუნიკაცია ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესზე. ამ მიმართულებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინაციით, შეიქმნა უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფი (პარლამენტი, იუსტიცია, პროკურატურა, მთავრობის ადმინისტრაცია), რომლის მიზანია ევროკავშირის წევრი ქვეყნების და ევროპული ინსტიტუციების რეგულარულად ინფორმირება 12 პრიორიტეტის იმპლემენტაციის პროცესის თაობაზე. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ განხორციელდა სამუშაო ვიზიტი, ერთგვარი შუალედური შემაჯამებელი შეხვედრა ევროპულ ინსტიტუციებში მ.წ. 15-17 მარტს. საქართველო, მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად, გადაყვანილ იქნა გაფართოების ერთიან პაკეტში და ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის წევრობის სხვა კანდიდატ და პოტენციურ კანდიდატებთან ერთად გაივლის ევროკავშირთან ინტეგრაციის მომავალ ფაზებს.

შესაბამისად, 2023 წლის შემოდგომაზე, პირველად მოხდება საქართველოს პროგრესის შეფასება გაფართოების ერთიანი პაკეტის ფარგლებში - თავად სახელწოდება მიუთითებს, თუ რა პროცესში გადაინაცვლა საქართველომ - და კომისია/საბჭო ასევე იმსჯელებს საქართველოს მიერ 12 პრიორიტეტის განხორციელების შედეგებზე, შესაბამისად, კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

ამასთან, როგორც დარჩიაშვილმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრის მიერ გამართულ როგორც საბჭოს ფარგლებში, ისე ორმხრივ შეხვედრებზე დადასტურდა ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული პერსპექტივისადმი და მზაობა, რომ საქართველოს საჭირო დახმარება აღმოუჩინონ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

„ბუნებრივია, ხაზი გაესვა ქვეყნის მიერ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესრულების მნიშვნელობას რაზედაც საქართველომ ყველა დონეზე მზაობა დაუდასტურა; ასევე, დაფიქსირდა შეფასებისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ევროკავშირის მხრიდან დამსახურებაზე-დაფუძნებული მიდგომის გამოყენების მნიშვნელობა. აღინიშნა, რომ ასოცირების შეთანხმების და DCFTA-ს განხორციელება და მისი პოტენციალის სრულად ათვისება რჩება საქართველოსა და ევროკავშირის საერთო პრიორიტეტად. ამ კონტექსტში, განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა საქართველოსა და ევროკავშირის შორის დაკავშირებადობის გაზრდას, მათ შორის შავ ზღვაზე ენერგეტიკული, სატრანსპორტო და ციფრული კავშირების განვითარებით. უნდა აღინიშნოს, რომ ამ მიზნით უკვე მიმდინარეობს პრაქტიკული მუშაობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმით განსაზღვრული საფლაგმანო პროექტების განხორციელების მიზნით და კონსულტაციები საქართველო-ევროკავშირის მაღალი დონის დაკავშირებადობის დიალოგის წამოწყების კუთხით. უნდა აღინიშნოს, რომ ამ მიზნით უკვე მიმდინარეობს პრაქტიკული მუშაობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმით განსაზღვრული საფლაგმანო პროექტების განხორციელების მიზნით და კონსულტაციები საქართველო-ევროკავშირის მაღალი დონის დაკავშირებადობის დიალოგის წამოწყების კუთხით. ამ კუთხით კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის პროექტის ფარგლებში ხელმოწერილ შეთანხმებას.

ასოცირების საბჭოსა და ორმხრივი შეხვედრების ერთ-ერთი წამყვანი თემა იყო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში არსებული ვითარება და ევროკავშირის როლის გაძლიერება რუსთ-საქართველოს კონფლიქტის გადაჭრის პროცესში; ამ თვალსაზრისით, დაისვა ყველა საჭირბოროტო საკითხი, განსაკუთრებით არსებული მძიმე გეოპოლიტიკური ფონის გათვალისწინებით“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება