ნიკოლოზ სამხარაძე - საგარეო საქმეთა სამინისტრო საგარეო პოლიტიკურ კურსს პრაგმატულად წარმართავს

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის შეფასებით, საქართველოს საგარეო საქმეთა უწყება საგარეო პოლიტიკურ კურსს პრაგმატულად წარმართავს, რისი დამსახურებაცაა ქვეყნის წარმატებები ამ მიმართულებით, მათ შორის, არაღიარების პოლიტიკის კუთხით, - ამის შესახებ ნიკოლოზ სამხარაძემ პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრის ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.

მისივე განცხადებით, უკანასკნელი წლების განმავლობაში გვაქვს ძალიან წარმატებული არაღიარების პოლიტიკა.

„მხოლოდ მშრალ ფაქტებს მოგახსენებთ საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ. არასდროს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, საქართველოს არ ჰქონია უკეთესი პოლიტიკური ურთიერთობები თავის სამხრეთელ მეზობლებთან - თურქეთთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან და დღეს ჩვენ ეს ურთიერთობები გვაქვს უმაღლეს ნიშნულზე.

რაც შეეხება ბელარუსს, საგარეო საქმეთა სამინისტრომ არაერთხელ გააკეთა განცხადება, რომლითაც მან დაგმო ის შეხვედრები, რომლებიც გაიმართა მინსკში, ასევე საპარლამენტო გუნდის მხრიდანაც ასეთი განცხადებები გაკეთდა არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ იმ საერთაშორისო ფორუმებზე და საპარლამენტო ასამბლეაზე, სადაც ბელარუსის დელეგაცია იმყოფებოდა კიდეც.

რაც შეეხება ელჩის გამოწვევას, მე მინდა ვკითხო იმ ადამიანებს ვინც ელჩის გამოწვევას უკიჟინებს ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს, იღებენ თუ არა პასუხისმგებლობას ისინი იმაზე, რომ ასეთი ნაბიჯის შემდეგ შეიძლება მოხდეს აფხაზეთის ან ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება. ასევე ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ჩვენ უკანასკნელი წლების განმავლობაში გვაქვს ძალიან წარმატებული არაღიარების პოლიტიკა და ესეც არის სწორედ საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის პრაგმატულად წარმართვის დამსახურება როგორც ჩვენი დიპლომატების, ასევე ჩვენი საპარლამენტო დიპლომატიის მიმართულებით", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა მინისტრს და მთლიანად მის გუნდს წარმატებული მუშაობისთვის და „იმ რთული სამუშაოსთვის, რომელსაც ისინი აწარმოებენ მიზანმიმართული დეზინფორმაციის კამპანიის ფონზე, რომელიც საქართველოს იმიჯის შელახვას ისახავს მიზნად“.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა