საქართველოს პარლამენტში მალდივების პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი შეიქმნება.
მალდივის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის შექმნას “საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფების შესახებ“ დადგენილებაში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს.
საკითხი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ სამხარაძემ მოამზადა და ის პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.