„ლელოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე იქნება, გენერალური მდივნის თანამდებობას კი ირაკლი კუპრაძე დაიკავებს

პარტია „ლელოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე იქნება, პარტიის გენერალური მდივნის თანამდებობას კი ირაკლი კუპრაძე დაიკავებს. ამ დრომდე „ლელოს“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი იყო, ხოლო გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე.

როგორც „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, დავით უსუფაშვილის ძალისხმევა პარლამენტისკენ იქნება მიმართული.

„პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ წარვადგინეთ ბადრი ჯაფარიძე, დათო უსუფაშვილს ვთხოვეთ და მისი საქმიანობა, ძალისხმევა იქნება პარლამენტისკენ გადასული. მინდა დავითს მადლობა გადავუხადო. ასევე, წარვადგინეთ პარტიის გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე“,-აღნიშნავს ხაზარაძე.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის