ირაკლი კუპრაძე - მადლობა გუნდს, რომელმაც ნდობა გამომიცხადა - „ლელოს“ კარი ღიაა ყველა პატრიოტი, ეროვნული ახალგაზრდისთვის

მადლობა ჩემს გუნდს, რომელმაც ნდობა გამომიცხადა და საკმაოდ მძიმე პასუხისმგებლობა დამაკისრა - "ლელოს“ კარი ღიაა ყველა პატრიოტი, ეროვნული ახალგაზრდისთვის,- ამის შესახებ „ლელოს“გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ პოლიტსაბჭოს დასრულებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ახალი სახეები და ახალგაზრდების მონაწილეობა ქართულ პოლიტიკაში მნიშვნელოვანია.

„მადლობა ჩემს გუნდს, რომელმაც ნდობა გამომიცხადა. საკმაოდ მძიმე პასუხისმგებლობა დამაკისრა. ეს არ არის ერთ ადამიანზე დაკისრებული პასუხისმგებლობა. მე აქ, თქვენს წინაშე წარმოვადგენ არა ერთ ადამიანს, არამედ იმ ახალგაზრდების დიდ ჯგუფს, რომელიც არის „ლელოში“.

ეს გადაწყვეტილება გამოხატავს საკუთარ თავში მნიშვნელოვან პრინციპს, რომ ახალი სახეები და ახალგაზრდების მონაწილეობა ქართულ პოლიტიკაში მნიშვნელოვანია. ეს ნიშნავს, რომ „ლელოს“ კარი ღიაა ყველა პატრიოტი, ეროვნული ახალგაზრდისთვის. ეს ნიშანი უნდა იყოს, რომ შემოგვიერთდეთ საყოველთაო ეროვნული საქმის საკეთებლად. მზად ვართ ვიბრძოლოთ და დავდოთ შედეგი“,-აღნიშნავს კუპრაძე.

ცნობისთვის, პარტია „ლელოს“პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე იქნება, პარტიის გენერალური მდივნის თანამდებობას კი ირაკლი კუპრაძე დაიკავებს. ამ დრომდე „ლელოს“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი იყო, ხოლო გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე. როგორც „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, დავით უსუფაშვილის ძალისხმევა პარლამენტისკენ იქნება მიმართული.

ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პაატა ზაქარეიშვილი - აფხაზეთში ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ხდება, ამიტომ საჭიროა ამ თემებზე ჩვენი მხრიდან მეტი ყურადღება და ანალიზი
ქართული პრესის მიმოხილვა 05.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ ევროპული სტანდარტის ფიტნეს დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება