სალომე ზურაბიშვილი - ყველა მინისტრთან ნორმალური კომუნიკაცია მაქვს, გარდა ერთისა, პრემიერ-მინისტრისა

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მას საქართველოს პრემიერ-მინისტრთან კომუნიკაცია არ აქვს.

როგორც პრეზიდენტმა „ტვ პირველთან“ ინტერვიუში განაცხადა, პრეზიდენტს, შესაძლოა, ბერკეტები არ ჰქონდეს, მაგრამ მისი არგუმენტების მოსმენა საჭირო იყოს.

კითხვაზე, პრემიერს სურს თუ არა მასთან კომუნიკაცია, ზურაბიშვილი ამბობს, რომ არა.

„ყველა მინისტრთან ნორმალური კომუნიკაცია მაქვს, გარდა ერთისა, პრემიერ-მინისტრისა.

არ შეიძლება, რომ ქვეყანაში არ იყოს გაწონასწორებული, ნორმალური ფუნქციონირება ინსტიტუციებს შორის. დემოკრატია არის ერთი მხრივ ხალხის, ამომრჩევლის ნება, მეორე მხრივ კი ინსტიტუტების პატივისცემა და მათ შორის რაც შეიძლება ნორმალური ურთიერთობები, რომ ეს ყველაფერი ქვეყნის სასარგებლოდ მუშაობდეს. ღონისძიებებზე კი, როგორ არა, ზრდილობიანად [მხვდება], მაგრამ საჭირო არის სხვა ტიპის ურთიერთობა, რომ საკითხები იყოს განხილული, რომ პასუხები იყოს კითხვებზე. უნდა იყოს შესაძლებლობა, რომ არგუმენტების გაცვლა მოხდეს, რატომ არის ესა თუ ის გადაწყვეტილება მიღებული და რა არის პრეზიდენტის არგუმენტები, რომელმაც სხვანაირად იცის, რას ფიქრობს საერთაშორისო თანამეგობრობა. პრეზიდენტს ბერკეტები შეიძლება არ ჰქონდეს, მაგრამ საჭირო იყოს მისი არგუმენტების მოსმენა“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პაატა ზაქარეიშვილი - აფხაზეთში ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ხდება, ამიტომ საჭიროა ამ თემებზე ჩვენი მხრიდან მეტი ყურადღება და ანალიზი
ქართული პრესის მიმოხილვა 05.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
კახა ოქრიაშვილი - „რუსულმა ოცნებამ“ თავად გაშიფრა საკუთარი აგენტურა საქართველოში
წინანდლის მუზეუმში ჯიბსონ ხუნდაძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა
შეიძინე ახალი ნომერი და მიიღე საჩუქრები ახალი სასწავლო წლისთვის