სალომე ზურაბიშვილი - არავინ აღარ და ვერ დამბლოკავს, რაც შემიძლია ყველა ზომას მივიღებ, რომ წინ წავიდეთ ევროინტეგრაციის გზაზე - 18 აპრილს ევროპარლამენტარების წინაშე მექნება გამოსვლა

არავინ აღარ და ვერ დამბლოკავს - ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძლია ყველა ზომას მივიღებ იმისთვის, რომ წინ წავიდეთ ევროინტეგრაციის გზაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ტვ პირველთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, 18 აპრილს ევროპარლამენტარების წინაშე წარადგენს მთავარ გზავნილებს.

„არავინ აღარ და ვერ დამბლოკავს. მე ვასრულებ საქართველოს კონსტიტუციას. ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძლია ყველა ზომას მივიღებ იმისთვის, რომ წინ წავიდეთ ევროინტეგრაციის გზაზე. 18 აპრილს სტრასბურგში ჩავდივარ და ევროპარლამენტარების წინაშე მექნება გამოსვლა, რაც არ მომხდარა ბოლო წლებში. აუცილებელია იქაც იყოს ჩვენი გზავნილი მიტანილი. მათი ლანძღვა არაფერშია“,-აღნიშნავს პრეზიდენტი.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
გიორგი კაჭარავა - რა უნდა რუსეთს? რუსული სცენარით კონფლიქტების „მოგვარების“  შემთხვევაში  რა „სარგებელს“ და საფრთხეებს მიიღებს საქართველო?
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის