რამაზ საყვარელიძე - პარლამენტში პოლიტიკური კამათის დონე ორივე მხრიდან ძალიან დაბალი იყო - პოლიტიკური პროცესი ჩაანაცვლა ლანძღვამ, აღიქმება, რომ მეტოქეს მოუგე თუ შენ უფრო მწარე ფრაზა უთხარი

პოლიტიკური კამათის დონე, ორივე მხრიდან ძალიან დაბალი იყო. ნუ ექნება კმაყოფილების გრძნობა ნურც ერთ მხარეს, - ასე შეაფასა პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ დღეს პარლამენტში პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინტერპელაციის წესით მოსმენა.

როგორც პოლიტოლოგმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსი“ განაცხადა, საქართველოში პოლიტიკური პროცესები ლანძღვამ ჩაანაცვლა.

„რა თქმა უნდა, ეს არის იყო ის ენა, რომლითაც პრემიერს უნდა ელაპარაკა პარლამენტში. მაგრამ მანამდე ოპოზიცია ამბობდა, რომ „ქართული ოცნება“ რუსეთის ხელისუფლებაა. ორივე მხარე ერთმანეთს რუსეთუმეობას აბრალებს. პოლიტიკური კამათის დონე, ორივე მხრიდან ძალიან დაბალი იყო. ნუ ექნება კმაყოფილების გრძნობა ნურც ერთ მხარეს.

როცა ერთმანეთს ეკამათებიან ვერ ზომავენ და აღრევენ ხოლმე ქცევის ნორმებს. ჩვენთან პოლიტიკური პროცესი ჩაანაცვლა ლანძღვამ. აღიქმება, რომ მეტოქეს მოუგე თუ შენ უფრო მწარე ფრაზა უთხარი. ამ დროს პოლიტიკაში ძირითადად უგებენ ლოგიკით, არგუმენტებით, ფაქტებით“,- განაცხადა საყვარელიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს უსაფრთხოების საკითხები საჯარო განხილვის საგანი არ უნდა იყოს.

„ამისთვის არსებობს სპეციალური ჯგუფი. რა საჭიროა თავდაცვის საკითხებზე საჯარო განხილვების მოწყობა.

მადლობა ღმერთს, რომ დღეს პარლამენტში საქმიანი განხილვა არ იყო. იმიტომ, რომ მაშინ საქართველოს მოუწევდა ლაპარაკი, თუ როგორია შეიარაღების წყაროები, ვის თვლის მტრად... არ შეიძლება იმის თქმა ვის თვლი მტრად, როდესაც ტერიტორიებს 20% წაღებულია და 40 კილომეტრში დგას ტანკები. ის, რომ რუსეთი შენთვის მტერია ეს ჩანს უკრაინის მხარდაჭერილ დოკუმენტებში, იმაში, რომ საქართველო ფაქტობრივად უარს ამბობს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე და ა.შ.“,- განაცხადა საყვარელიძემ.

ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა