თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის გაცილების ოფიციალური ცერემონია გაიმართა

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრის, ანალენა ბერბოკის გაცილების ოფიციალური ცერემონია გაიმართა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გერმანელი დიპლომატი მისმა ქართველმა კოლეგამ, ილია დარჩიაშვილმა გააცილა.

„საქართველოში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში,ანალენა ბერბოკს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ილია დარჩიაშვილმა უმასპინძლა. გერმანელმა დიპლომატმა შეხვედრა ასევე გამართა მთავრობის მეთაურთან ირაკლი ღარიბაშვილთან. ანალენა ბერბოკი ასევე მიიღო საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

ანალენა ბერბოკი ასევე ეწვია საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელს და ადგილზე გაეცნო არსებულ ვითარებას.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გერმანიის პირველმა დიპლომატმა პატივი მიაგო საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს.

აღსანიშნავია, რომ ეს არის გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ანალენა ბერბოკის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა