სებასტიან მოლინეუსი - მსოფლიო ბანკი საქართველოს გვერდით დგას როგორც სანდო პარტნიორი და განაგრძობს ქვეყნის მხარდაჭერას, რათა ის გახდეს მაღალშემოსავლიანი სახელმწიფო და ევროკავშირის წევრი ქვეყანა

სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის სებასტიან მოლინეუსის განცხადებით, მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოსთვის ორი პროექტი დაამტკიცა, რომლებიც ქვეყანას კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციაში და ზემოქმედების შერბილების ღონისძიებების განხორციელებაში დაეხმარება.

როგორც მოლინეუსი აღნიშნავს, ერთი პროექტი კლიმატ-გონიერი სოფლის მეურნეობის საირიგაციო და სადრენაჟე სერვისებზე, ასევე მიწის მართვის გაუმჯობესებაზე იქნება ორიენტირებული, მეორე კი ფოკუსირებული იქნება საქართველოს მწვანე განვითარებაზე და კლიმატის ცვლილების მიმართ მისი მედეგობის ამაღლებაზე.

„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოსთვის ორი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი დაამტკიცა, რომლებიც ქვეყანას კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციაში და ზემოქმედების შერბილების ღონისძიებების განხორციელებაში დაეხმარება.

უფრო კონკრეტულად, პირველი პროექტია - საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციის და მიწის პროექტი (GRAIL), ხოლო მეორე - მწვანე და მდგრადი განვითარების პოლიტიკის ღონისძიებათა პაკეტის პროექტი (DPO). პირველი პროექტი ფოკუსირებული იქნება კლიმატ-გონიერი სოფლის მეურნეობის საირიგაციო და სადრენაჟე სერვისებზე, ისევე როგორც მიწის მართვის გაუმჯობესებაზე, რათა ფერმერებმა სოფლად შეძლონ პროდუქტიულობის ამაღლება და საერთო ეკონომიკურ ზრდაში თავიანთი წვლილის შეტანა. მეორე პროექტი მწვანე და მდგრადი განვითარების პროექტია. ის სამი კომპონენტისგან შედგება, რომლებიც ფოკუსირებული იქნება საქართველოს მწვანე განვითარებაზე და კლიმატის ცვლილების მიმართ მისი მედეგობის ამაღლებაზე, მაგალითად, აღსანიშნავია კანონი სამრეწველო ემისიების შესახებ. მეორე კომპონენტი ყურადღებას გაამახვილებს ფისკალურ მართვასა და რისკებზე, მაგალითად, სახელმწიფო საწარმოების მართვის გაუმჯობესებაზე. მესამე კომპონენტი კი ფოკუსირებული იქნება მიწის ირიგაციასთან და წყალმომარაგებასთან წვდომაზე. სამივე კომპონენტი საქართველოს ეკონომიკის განვითარების მამოძრავებელი ძალაა.

მჯერა, რომ ეს პროექტები წვლილს შეიტანენ საქართველოს საერთო ეკონომიკურ ზრდაში, რაც განხორციელდება საქართველოს მწვანე და მდგრად ეკონომიკაზე ფოკუსირებით და ამდენად, დროთა განმავლობაში, აღნიშნული მდგრადობის შენარჩუნებაზე, როგორც კლიმატ-გონიერ ადაპტაციაზე, ასევე შერბილების ღონისძიებებზე აქცენტების გაკეთებით.

მსოფლიო ბანკი საქართველოს გვერდით დგას როგორც სანდო პარტნიორი და განაგრძობს ქვეყნის მხარდაჭერას, რათა ის გახდეს მაღალშემოსავლიანი სახელმწიფო და ევროკავშირის წევრი ქვეყანა“,- განაცხადა სებასტიან მოლინეუსმა, რომლის კომენტარსაც მსოფლიო ბანკი ავრცელებს.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა