პაატა მანჯგალაძე - პრეზიდენტმა გაბედა და ოლიგარქად აღიარა ბიძინა ივანიშვილი, ახლა, მან საუბარი უნდა დაიწყოს, როგორ ეწინააღმდეგება ევროპის სამართლებრივ სისტემას არამხოლოდ ოლიგარქია, არამედ არაფორმალური მმართველობა

ჰიბრიდული ომის აგენტი არის პრემიერ-მინისტრად წოდებული ირაკლი ღარიბაშვილი იმიტომ, რომ ადამიანებს ყოველდღე აშინებს და თრგუნავს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

დეპუტატმა ისაუბრა პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს შესახებ, სადაც მან მათ შორის, ბიძინა ივანიშვილიც ახსენა.

პაატა მანჯგალაძის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილმა ჭეშმარიტება გაიმეორა, როდესაც თქვა, რომ „ოლიგარქია იმ გაგებით, რომ ფული აქვს, მედიაზე და პოლიტიკაზე გავლენა აქვს, მაგრამ ოლიგარქიის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ივანიშვილი და ივანიშვილის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ოლიგარქიზმი“.

„პრეზიდენტმა, როგორც იქნა გაბედა, წინ ერთი ნაბიჯი გადადგა და კარგია, რომ ოლიგარქად აღიარა [ბიძინა ივანიშვილი]. ახლა, სალომე ზურაბიშვილმა საუბარი უნდა დაიწყოს იმაზე, რომ როგორ ეწინააღმდეგება ევროპის სამართლებრივ სისტემას არამხოლოდ ოლიგარქია, არამედ არაფორმალური მმართველობა“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი ემიგრანტების ოჯახის წევრია და პირიქით, ეს მისი ღირსების მატარებელი უნდა იყოს.

როგორც მანჯგალაძე აცხადებს, სალომე ზურაბიშვილს ამბიცია აქვს იმისა, რომ ისტორიაში შევიდეს.

„თუ სალომე ზურაბიშვილს ისტორიაში უნდა შესვლა, ახლა უნდა თქვას, არაფორმალური მმართველობა და ოლიგარქია როგორ ეღობება წინ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი მიღებას. კანდიდატის სტატუსს ჩალის ფასი ნამდვილად არ აქვს, როგორც ამას ირაკლი კობახიძე ამტკიცებს“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ამასთან დეპუტატის შეფასებით, პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ცდილობს მოსახლეობა დათრგუნოს.

„ვერავინ წარმოიდგენს, საკუთარი ხელისუფლება საკუთარ ხალხთან ჰიბრიდულ ომს აწარმოებდეს, ასეთი რამ არ არსებობს და ამ ჰიბრიდული ომის აგენტი არის პრემიერ-მინისტრად წოდებული ირაკლი ღარიბაშვილი იმიტომ, რომ ადამიანებს ყოველდღე აშინებს და თრგუნავს. ჰიბრიდული ომის ამოცანაა საზოგადოება იმდენად დათრგუნო, ხალხმა ვერ გაარჩიოს ვინ არის მტერი და მოყვარე. ამას აკეთებენ ყოველდღე“, - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

მან ასევე ისაუბრა პრეზიდენტის განცხადების იმ ნაწილზე, სადაც სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ყველა მინისტრთან ნორმალური კომუნიკაცია აქვს, გარდა ერთისა, პრემიერ-მინისტრისა.

პაატა მანჯგალაძის შეფასებით, ნახევრად ნათქვამი სიმართლის თქმის დრო საქართველოს არ აქვს, რადგან ქვეყანა კანდიდატის მიღების შესაძლებლობის წინაშე დგას, ხოლო რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს შანსი საქართველომ დაკარგოს.

„ყველა ჯიშის აგენტი, რეზიდენტი, ჭინკა ამოყრილია ზევით და ამ პროცესს ეწინააღმდეგებიან, დაწყებული გოგა ხაინდრავათი და დამთავრებული 500-ლარიანი ექსპერტებით. ახლა დიპლომატიური ეტიკეტის დრო არ არის და გამოვიცნოთ, რა იგულისხმა. პირდაპირ უნდა ილაპარაკოს, რომ სამ საკითხს ხელს უშლის ღარიბაშვილი, ივანიშვილი და კობახიძე. სალომე ზურაბიშვილი როდესაც ამას იტყვის, ეს იქნება სრული სიმართლე. ღარიბაშვილს ხშირად და ყოველდღე რომ შეხვდეს რას იზამს? ის ბიძინა ივანიშვილის გამოწვრთნილი და დაპროგრამებული ჰყავს. ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილს გავლენისგან ვერასდროს გამოვა. კობახიძეს რაღაც შანსი კიდევ აქვს“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელთან, ბიძინა ივანიშვილთან კომუნიკაციის სურვილი გამოთქვა, თუმცა აღნიშნა, რომ მას ამის საშუალება არ აქვს. როგორც პრეზიდენტმა „ტვ პირველისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, დღეს ბევრი კითხვა ისმება მათ შორის პარტნიორების მხრიდან, თუ სად არის გადაწყვეტილების მიღების ცენტრი და ივანიშვილთან კომუნიკაცია კარგი იქნებოდა ამ საკითხებთან დაკავშირებით მეტი სიცხადის შეტანის მიზნით.

მან ამასთან, აღნიშნა, რომ დღეს ივანიშვილის სტატუსი ძალიან გაუგებარია. კითხვაზე არის თუ არა ივანიშვილი ოლიგარქი, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის ოლიგარქია, თუმცა ეს მისი მთავარი პრობლემა არ არის.

ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პაატა ზაქარეიშვილი - აფხაზეთში ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ხდება, ამიტომ საჭიროა ამ თემებზე ჩვენი მხრიდან მეტი ყურადღება და ანალიზი
ქართული პრესის მიმოხილვა 05.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ ევროპული სტანდარტის ფიტნეს დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება