ზურაბ აზარაშვილი იოახიმ შტამპის შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი გერმანიის ფედერალური მთავრობის მიგრაციის საკითხებში სპეციალურ რწმუნებულს, იოახიმ შტამპის შეხვდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა შრომითი მიგრაციის, მიგრანტთა უფლებებისა და ცირკულარული შრომითი მიგრაციის საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე, ხაზი გაესვა საქართველოში, შრომითი მიგრაციის რეგულირების მნიშვნელობას და ამ მიმართულებით კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხორციელებას.

ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, დაგეგმილი ცვლილებების განხორციელება ხელს შეუწყობს ლეგალურ შრომით მიგრაციას; არალეგალური შრომითი მიგრაციის შემთხვევების შემცირებას; საქართველოს ფარგლებს გარეთ, შრომით მოწყობასთან დაკავშირებული ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობაზე სახელმწიფო მონიტორინგის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებას და მათი კანონიერი საქმიანობის წახალისებას.

თავის მხრივ, იოახიმ შტამპიმ, უწყების ხელმძღვანელს, მიგრაციის პოლიტიკის მიმართულებით გერმანული მხარის მიზნები და სამომავლო გეგმები გააცნო.

გერმანიის ფედერალური მთავრობის მიგრაციის საკითხებში სპეციალურმა რწმუნებულმა საქართველოში მიმდინარე რეფორმების მიმართ მხარდაჭერა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

შეხვედრას მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია, საქართველოს ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლევან იზორია, მიგრაციის საკითხებში გერმანიის ფედერალური მთავრობის სპეციალური რწმუნებულის ბიუროს უფროსი პეტერ შმიდტი და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის მოადგილე საქართველოში ტანია ჰუტი ესწრებოდნენ“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა