ლევან ხაბეიშვილი - როცა 12 პუნქტის შესრულებაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია სააკაშვილისა და გვარამიას თავისუფლება - ქართველ ხალხს მოგვიწევს ბრძოლა და ევროპული მომავლის დაცვა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, საქართველოს რეპუტაცია მნიშვნელოვნად ზიანდება იმ პირობებში, როცა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, „მიხეილ სააკაშვილი ტყვეობაში იმყოფება“.

ლევან ხაბეიშვილი პარტიაში გამართულ ბრიფინგზე ნორვეგიაში, მიხეილ სააკაშვილისთვის ადამიანის უფლებებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში პრიზის გადაცემას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სააკაშვილი პუტინის, ლავროვისა და ბიძინა ივანიშვილის საამებლად არის გამოკეტილი ციხეში.

„გუშინ, პრეზიდენტ სააკაშვილს ნორვეგიაში გადაეცა დემოკრატიის განვითარებისთვის პრიზი, ძალიან მნიშვნელოვანი ჯილდო, რომელიც ასევე მიღებული აქვს მაია სანდუს. გუშინ საზოგადოებამ კიდევ ერთხელ ნახა, თუ როგორ ზიანდება საქართველოს რეპუტაცია იმ პირობებში, როცა პრეზიდენტი სააკაშვილი ტყვეობაში იმყოფება. ამ ჯილდოს გადაცემის დროს ღიად საუბრობდნენ საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე, რომ არის რუსული ხელისუფლება და ოპოზიცია და ხალხი ებრძვის კრემლიდან მართულ ხელისუფლებას. გუშინდელი დღე და ჯილდო კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი პუტინის, სალავიოვის, ლავროვისა და ბიძინა ივანიშვილის საამებლად არის გამოკეტილი ციხეში“, - განაცხადა ხაბეიშვილმა. მისი თქმით, იმ პირობებში, როცა საფრანგეთის პრეზიდენტი მოუწოდებს ხელისუფლებას პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ და ასეთივე მოწოდება აქვს ევროკავშირის ქვეყნებს, საქართველოს რეპუტაცია ყოველდღიურად ზიანდება.

„ამ პირობებში, როცა გვინდა კანდიდატის სტატუსის მიღება, პარალელურად, ცივილიზებული სამყარო ხედავს, რომ რუსული, კრემლიდან მართული ხელისუფლებაა საქართველოში და ამის ერთ-ერთ მთავარ გამოხატულებად ხედავენ პრეზიდენტ სააკაშვილის პატიმრობას. კარგად უნდა გავიაზროთ, რომ ეს არ არის ვიწროპარტიული საქმე, ეს არ არის ერთი ადამიანის საკითხი, არამედ ეს არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების საკითხი. როცა ვსაუბრობთ 12 პუნქტის შესრულებაზე, მნიშვნელოვანია პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლება ისევე, როგორც ცხადია ნიკა გვარამიას თავისუფლება. ამიტომ, მე კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ხელისუფლებას და საზოგადოებასაც, თუ უახლოეს პერიოდში არ იღებს ხელისუფლება გადაწყვეტილებას, რომ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის რეპუტაცია არ აზიანოს, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი და ამისთვის მკვეთრი ნაბიჯები გადადგას, მაშინ ჩვენ, ქართველ ხალხს ყველას ერთად მოგვიწევს ბრძოლა და ჩვენი ევროპული მომავლის დაცვა. ეს ერთი, პოლიტიკურ პარტიას, „რუსულ ოცნებას“ და მეორე საზოგადოებას, ჩემო მეგობრებო, ჩემო ძვირფასებო, მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა, ჩვენ აუცილებლად ერთად მოგვიწევს ბრძოლა ჩვენი ევროპული მომავლისთვის. ამიტომ, 9 აპრილს, 17:00 საათზე, ყველას გელოდებით რუსთველზე“,-განაცხადა ხაბეიშვილმა.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა