გრეტა წიწავა - გვახსოვს შემზარავი ისტორიები ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვის, რომლის  სისტემის შემქმნელი  მიხეილ სააკაშვილი იყო და ეს ადამიანი თურმე, დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში "ჯილდოს იმსახურებს"

დავიცალოთ პოლიტიკური გრძნობებისგან - გვახსოვს შემზარავი ისტორიები ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვის, წამების და არაადამიანური მოპყრობის, რომლის სისტემის შემქმნელი მიხეილ სააკაშვილი იყო - ისტორიები, რომელსაც „ნაცმოძრაობის“ წევრებიც კი ამბობენ, ცუდი იყო! , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გრეტა წიწავა სოციალურ ქსელში წერს, რითაც პატიმარი მიხეილ სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემას ეხმიანება.

დეპუტატი იხსენებს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში სანდრო გირგვლიანის საქმეს და საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას.

როგორც წიწავა აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც სანდრო გირგვლიანის წამების საქმეზე მსჯავრდებულია, თურმე ადამიანის უფლებებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში "ჯილდოს იმსახურებს".

„სამწუხაროდ ყველას კარგად გვახსოვს სანდრო გირგვლიანის წამების შემზარავი ამბავი, ქართული საზოგადოების პროტესტი და ამ ყველაფერზე ეროვნული და სტრასბურგის სასამართლოს გადაწვეტილება - გამაოგნებელს უწოდებს სტრასბურგი მიხეილ სააკაშვილის და მისი ხელისუფლების არაადამიანურ ქმედებას, თანამდებობის ბოროტად გამოყენებას და ა.შ...

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც სანდრო გირგვლიანის წამების საქმეზე მსჯავრდებულია, თურმე ადამიანის უფლებებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში "ჯილდოს იმსახურებს"...

მოდი ვიყოთ გულახდილები და ვეცადოთ დავიცალოთ პოლიტიკური გრძნობებისგან - ჩვენ ხომ ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ და გვახსოვს შემზარავი ისტორიები ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვის, წამების და არაადამიანური მოპყრობის, რომლის სისტემის შემქმნელი მიხეილ სააკაშვილი იყო - ისტორიები, რომელსაც „ნაცმოძრაობის“ წევრებიც კი ამბობენ, ცუდი იყო!...“ , - წერს გრეტა წიწავა.

ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პაატა ზაქარეიშვილი - აფხაზეთში ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ხდება, ამიტომ საჭიროა ამ თემებზე ჩვენი მხრიდან მეტი ყურადღება და ანალიზი
ქართული პრესის მიმოხილვა 05.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
კახა ოქრიაშვილი - „რუსულმა ოცნებამ“ თავად გაშიფრა საკუთარი აგენტურა საქართველოში
წინანდლის მუზეუმში ჯიბსონ ხუნდაძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა
შეიძინე ახალი ნომერი და მიიღე საჩუქრები ახალი სასწავლო წლისთვის