ირაკლი ნადირაძე - თუ 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად საჭირო იქნება „ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტის რეჟიმიდან გამოვიდეს და საპარლამენტო საქმიანობა გააგრძელოს, ფრაქცია გადაწყვეტილებას მიიღებს

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა ირაკლი ნადირაძემ განმარტა, არის თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ სრულ საპარლამენტო ბოიკოტში და რა არის პარტიის სამოქმედო გეგმა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ ამჟამად ისევ ბოიკოტშია, გარდა 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების საკითხისა და თუ ამ გეგმის შესასრულებლად სხვა გადაწყვეტილება საჭირო გახდება, პარტია ამ საკითხზე იმსჯელებს.

„ხელისუფლებას ფაქტობრივად ყველა შტო მიტაცებული აქვს, იქნება ეს სახელისუფლებო თუ აღმასრულებელი. ჩვენს ქვეყანაში, რუსული ოლიგარქიული რეჟიმის პირობებში არცერთი ინსტიტუტი არ ფუნქციონირებს და ეს ყველაფერი ბუტაფორიაა. ჩვენ ღიად გვაქვს გაცხადებული პოზიცია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ვიმუშავებდით მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ ხელისუფლებას 12 პუნქტიანი გეგმა შევასრულებინოთ. ამ საკითხებთან დაკავშირებით პარლამენტში მზად ვართ მუშაობისთვისაც და ბრძოლისთვისაც, მაგრამ პარტიას სხვა საკითხებში ბოიკოტში რჩება. პარტია არის ამ წუთას ბოიკოტში, გარდა 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებისა, მაგრამ თუ საჭირო გახდება ამ 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად სხვა გადაწყვეტილება, საპარლამენტო ფრაქცია სხვა გადაწყვეტილებას მიიღებს“,- განაცხადა ნადირაძემ.

მისი თქმით, თუ 12 - პუნქტიანი გეგმის შესრულებისთვის ბოიკოტის შეწყვეტა საჭირო გახდება, ამის თაობაზე პარტია იმსჯელებს.

„საპარლამენტო ფრაქცია პარლამენტში ბოიკოტის რეჟიმშია. ერთადერთი, რის გამოც შედის პარტია და ჩვენი ფრაქცია პარლამენტში სხდომებზე, ეს არის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულება. თქვენ ნახეთ რუსული კანონი, ღარიბაშვილის მოსვლა პარლამენტში. ამასთან დაკავშირებით პარტიის წევრები პარლამენტის სხდომებს დაესწრნენ, მაგრამ ბოიკოტის რეჟიმი რჩება. თუ 12 - პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად საჭირო იქნება ბოიკოტის რეჟიმიდან გამოვიდეს ფრაქცია და საპარლამენტო საქმიანობა გააგრძელოს, ამასთან დაკავშირებით ფრაქცია გადაწყვეტილებას მიიღებს და აუცილებლად გაგაგებინებთ“, - განაცხადა ნადირაძემ.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის