მეუფე იაკობი - ხელისუფლებაში მოსვლა უნდათ კონკრეტულ პარტიებს და ეკლესიასთან დაკავშირებით, რა დღეში არიან - არ ფიქრობენ, პასუხი რომ მოვთხოვოთ, სად დაგვემალებიან, სად გაგვექცევიან, გადახედონ, ძალა სად არის

ხელისუფლებაში მოსვლა უნდათ კონკრეტულ პარტიებს და ეკლესიასთან დაკავშირებით რა დღეში არიან, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

ის პატრიარქის მიერ ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას მიღებას და დალოცვას გამოეხმაურა.

მეუფე იაკობის შეფასებით, სირცხვილია, როდესაც „ვიღაც შეუმდგარი ადამიანები“ პატრიარქს "გადასწვდებიან ხოლმე" და მათ მიმართა, გადახედონ, "ძალა სად არის".

„მჯერა, საქართველო ბოროტების გზით არ წავა. ღმერთმა შეარიგოს ქართველი ერი. თუ არ შევრიგდებით, სულ ასეთი ამბავი მოხდება. რაღაც მოხდება, იტყვიან, ესენი რუსები არიან. აბა, შეხედეთ, ნორმალურები არიან? ხელისუფლებაში მოსვლა უნდათ კონკრეტულ პარტიებს და ეკლესიასთან დაკავშირებით რა დღეში არიან, პატრიარქს როგორ მოიხსენიებენ ვიღაც კაცუნები. რა ოჯახებში არიან გაზრდილები, უფროს-უმცროსობა ყოველთვის ვიცოდით საქართველოში. ვიღაცები, შეუმდგარი ხალხი პატრიარქს გადასწვდებიან ხოლმე. რა მათი საქმეა, ვინ მივა პატრიარქთან. ის როგორ უნდა თქვან, რომ თურმე რეიტინგის აწევა უნდა, თუნდაც ხვიჩა კვარაცხელია რომ მივიდეს მასთან. ღმერთმა უდიდეს ფეხბურთელად აქციოს, გვიხარია მისი ყურება. პატრიარქმა თაობების საქმე გააკეთა და ამ ქვეყანაში ყველას თავისი აქვს. უბრალოდ, სირცხვილია ვიღაც შეუმდგარი ადამიანები ასე რომ საუბრობენ. ქრისტიანობა ლაჩრობას არ ნიშნავს. არ ფიქრობენ პასუხი რომ მოვთხოვოთ, სად დაგვემალებიან, სად გაგვექცევიან ბოლოს და ბოლოს. ვითომ ხელისუფლებაში მოსვლა უნდათ, ვინ მოგიშვებს ასე რომ იქცევი. კარგად გადახედონ, ძალა სად არის, მუქარის გარეშეა ეს, კეთილი რომ გვინდა საქართველოსთვის იმიტომ“, - აღნიშნა მეუფე იაკობმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პაატა ზაქარეიშვილი - აფხაზეთში ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ხდება, ამიტომ საჭიროა ამ თემებზე ჩვენი მხრიდან მეტი ყურადღება და ანალიზი
ქართული პრესის მიმოხილვა 05.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
კახა ოქრიაშვილი - „რუსულმა ოცნებამ“ თავად გაშიფრა საკუთარი აგენტურა საქართველოში
წინანდლის მუზეუმში ჯიბსონ ხუნდაძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა
შეიძინე ახალი ნომერი და მიიღე საჩუქრები ახალი სასწავლო წლისთვის