პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნება“ თავისით არაფერს დათმობს, დათმობის პრაქტიკა არსებობს მაშინ, როცა ადამიანები გამოდიან ქუჩაში - ოპოზიციის შიგნით კოორდინაციაზე უნდა იყოს საუბარი და ეს კოორდინაცია დაწყებულია

თუ კანდიდატის სტატუსი ვერ მივიღეთ, „ქართული ოცნების" პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს - როცა მოსახლეობის 80 პროცენტის ნების რეალიზება არ ხდება, ეს ნიშნავს დელეგიტიმაციას, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სტატუსის საბოტაჟია არამხოლოდ რუსული კანონი, არამედ სასამართლო რეფორმაზე უარის თქმა და სხვა რეკომენდაციების შესრულების ჩაგდებაც, "ამიტომ „ქართულ ოცნებაზე" ზეწოლაა საჭირო".

„ქართული ოცნება" თავისით არაფერს დათმობს, დათმობის პრაქტიკა არსებობს მარტო მაშინ, როცა ადამიანები გამოდიან ქუჩაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ოპოზიციის შიგნით კოორდინაციაზე უნდა იყოს საუბარი და ეს კოორდინაცია დაწყებულია. უნდა ჩამოვყალიბდეთ, როგორ ვახდენთ ზეწოლას 12 რეკომენდაციის შესრულებაზე. ევროპელები აძლევენ ვადას "ქართულ ოცნებას", შეფასება ოქტომბერში იქნება. ღმერთმა ნუ ქნას და მოხდა ისე, რომ "ქართულმა ოცნებამ" არ გაიზიარა არავის აზრი და ვერ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, მაშინ ნამდვილად უნდა დადგეს "ქართული ოცნების" პასუხისმგებლობის საკითხი. არეულობას და ქაოსს კი არ ვგულისხმობ, მარტივად, ხალხი გამოვა ქუჩაში და მოითხოვს ვადამდელს. როცა მოსახლეობის 80 პროცენტის ნების რეალიზება არ ხდება, ეს ნიშნავს დელეგიტიმაციას,"- განაცხადა მანჯგალაძემ.

ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება