„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ - ახალქალაქის მუნიციპალური ააიპ-ის დირექტორის კომპანიამ 2019 წლის აგვისტოდან დღემდე, 36 სახელმწიფო შესყიდვა მიიღო და 1,390,861 ლარის ხელშეკრულებები გააფორმა

ახალქალაქის მუნიციპალური ააიპ-ის დირექტორის კომპანია ადგილობრივ ტენდერებს იგებს,- აღნიშნულ ანგარიშს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო ავრცელებს.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მარტინ გაბრიელიანის კუთვნილმა კომპანიამ, შპს „მეგობრობა-5”-მა 2019 წლის აგვისტოდან დღემდე, 36 სახელმწიფო შესყიდვა მიიღო და ხელშეკრულებები 1,390,861 ლარზე გააფორმა. აქედან, 21 შესყიდვით 667,186 ლარი (47.9%) ახალქალაქის ბიუჯეტიდან დაერიცხა.

„მარტინ გაბრიელიანი 2013-2014 წლებში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებლის მესამე მოადგილე იყო. 2014-2017 წლებში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა. მან საკრებულოში უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ, 2018 წლის სექტემბერში დააფუძნა შპს „მეგობრობა - 5“, რომლის მფლობელი და დირექტორიც თავადაა. კომპანია 2019 წლის გაზაფხულიდან სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობს. ბიზნესის პარალელურად, გაბრიელიანი 2020 წლის პირველი სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით სოფელ დილისკაში მერის რწმუნებულიც იყო, 2021 წლის პირველი აპრილიდან დღემდე კი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ააიპ „დახურული საცურაო აუზის“ დირექტორია.

შპს „მეგობრობა - 5”-მა, 2019 წლის მაისიდან 2022 წლის ჩათვლით, ახალქალაქის საჯარო სკოლებში, ასევე, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების მერიებში სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებზე, 29 ტენდერი მოიგო, ჯამში, 1,095,796 ლარით. აქედან, 14 ტენდერი 372,121 ლარზე (33.95%) - ახალქალაქის მუნიციპალიტეტში. კომპანიამ ახალქალაქში 271,242 ლარის (72.8%) ღირებულების 10 ტენდერი უკონკურენტოდ და სხვა კომპანიების დისკვალიფიკაციით მოიგო.

აღსანიშნავია, რომ ყველა პირდაპირი შესყიდვა მარტინ გაბრიელიანის კომპანიამ, მხოლოდ ახალქალაქის მერიიდან მიიღო. 2019-2020 წლებში, 7 გამარტივებული შესყიდვით შპს „მეგობრობა -5”-ს 295,065 ლარი დაერიცხა. ბოლო პირდაპირ შესყიდვაზე ხელშეკრულება ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერმა იურიკ უნანიანმა მარტინ გაბრიელიანთან, 2020 წლის პირველ სექტემბერს, სოფელ დილისკაში საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 69,889 ლარად გააფორმა. ამავე დღეს, მარტინ გაბრიელიანი მერმა ამავე სოფლის რწმუნებულად დანიშნა.

მას შემდეგ, რაც გაბრიელიანი ჯერ დილისკას რწმუნებულად, შემდეგ კი ააიპ „ახალქალაქის დახურული საცურაო აუზის“ დირექტორად დაინიშნა, მისმა კომპანიამ 16 სახელმწიფო შესყიდვით 839,271 ლარი მიიღო, მათ შორის 7 შესყიდვით ახალქალაქის ბიუჯეტიდან 240,568 ლარი დაერიცხა. თუმცა, ამ პერიოდში, კომპანიის მხრიდან ხელშეკრულებებს ხელს დირექტორის სახელით ჰრანტ გრიგორიანი აწერს“, - ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ანგარიშში.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, შეისწავლოს შპსმეგობრობა-5”-ის სახელმწიფო შესყიდვები და გამოარკვიოს, ხომ არ ჰქონდა ადგილი შესაძლო კორუფციულ გარიგებებს მასსა და შემსყიდველ ორგანიზაციებს შორის.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
ბოხუას ცენტრში რეგიონში პირველი წარმატებული გულის გადანერგვის ალტერნატიული ჩარევა, გულის პარკუჭოვანი სისტემის იმპლანტაცია ჩატარდა
პანკავკასიური ორკესტრი - წინანდლის ფესტივალის სავიზიტო ბარათი