ზურაბ ბატიაშვილი - რუსეთი ხედავს, რომ ომს ვერ იგებს და ცდილობს, დანარჩენი სამყარო ბირთვული შანტაჟის ქვეშ ამყოფოს - ბელარუსს და მის დიქტატორ ლუკაშენკოს, სხვა გამოსავალი აღარ დარჩა, იძულებულია მეტი დაუთმოს პუტინს

რუსეთი ხედავს, რომ ომს ვერ იგებს და ცდილობს, დანარჩენი სამყარო ამყოფოს ბირთვული შანტაჟის ქვეშ, - ასე აფასებს საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი ზურაბ ბატიაშვილი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს განათავსებს.

ამასთან, როგორც ბატიაშვილი აცხადებს, გლობალურ მასშტაბში მნიშვნელობა არ აქვს ბირთვული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე იქნება თუ ბელარუსის ტერიტორიაზე. მისი თქმით, ეს მოსკოვის პროპაგანდის ნაწილია, რომელსაც ორივე ქვეყნის წინააღმდეგ მეტი სანქციის დაწესება მოჰყვება.

„გლობალურ მასშტაბში რუსეთი ახალს არაფერს აკეთებს. ის ხედავს, რომ ომს ვერ იგებს და ცდილობს, დანარჩენი სამყარო ამყოფოს ბირთვული შანტაჟის ქვეშ, რასაც ემსახურება ეს განცხადებები. რეალურად, ეს ბირთვული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე იქნება განთავსებული თუ ბელარუსის ტერიტორიაზე, გლობალურ მასშტაბში ეს არაფერს ცვლის, უბრალოდ ეს არის პროპაგანდისთვის, იმისთვის, რომ დააშინონ დასავლეთი, დასავლეთის საზოგადოებრივი აზრი, რომ მათ შეიძლება გამოიყენონ ბირთვული იარაღი. რეალურად ამას მოჰყვება ის, რომ სანქციები ბელარუსის წინააღმდეგ კიდევ უფრო გამკაცრდება, ისევე როგორც რუსეთის წინააღმდეგ. ამით არც უკრაინელები შეშინდებიან და არ შეწყვეტენ ბრძოლას თავისუფლებისთვის. ეს არის პროპაგანდისტული ნაბიჯი, რომელიც მიმართულია დასავლეთის დასაშანტაჟებლად“,- აცხადებს ექსპერტი.

მისივე თქმით, ბელარუსს სხვა გამოსავალი არ აქვს გარდა იმისა, რომ პუტინს „გიჟურ“ გადაწყვეტილებებში აჰყვეს.

„რაც შეეხება ბელარუსს და მის დიქტატორს, ლუკაშენკოს, სხვა გამოსავალი აღარ დარჩა. ის იძულებულია კიდევ და კიდევ უფრო მეტი დაუთმოს პუტინს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მან იცის, რომ შეიძლება მისი ფიზიკური ლიკვიდაციითაც დასრულდეს ყველაფერი თუ წინააღმდეგობას გაუწევს. ჩვენ გვახსოვს, რამდენიმე თვის წინ, მისი საგარეო საქმეთა მინისტრი ძალიან უცნაურ ვითარებაში გარდაიცვალა. ამიტომ, ის არის ერთგვარად მოქცეული კუთხეში, მას არ აქვს ბევრი სვლა, არ აქვს გამოსავალი სიტუაციიდან და იძულებულია დაეთანხმოს პუტინს სიგიჟეების ჩადენაში“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

ცნობისთვის, მოსკოვი და მინსკი ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებაზე შეთანხმდნენ, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის სპეციალური საწყობის მშენებლობა 1-ელი ივლისისთვის დასრულდება.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
ბოხუას ცენტრში რეგიონში პირველი წარმატებული გულის გადანერგვის ალტერნატიული ჩარევა, გულის პარკუჭოვანი სისტემის იმპლანტაცია ჩატარდა
პანკავკასიური ორკესტრი - წინანდლის ფესტივალის სავიზიტო ბარათი