„ლელოს“ წევრი დეა მეტრეველი საქართველოს სახალხო დამცველს მიმართავს. ამასთან, დეა მეტრეველი თათია სამხარაძეს და ძალადობის მსხვერპლ ყველა ქალს მხარდაჭერას უცხადებს.
„თქვენი დუმილი სამარცხვინოც აღარაა… ფსკერია. ბოროტება და სიძულვილი, რაც ხელისუფლების პროპაგანდისტული არხებიდან იღვრება და შხამავს გარშემო ყველაფერს უნდა დასრულდეს! ამ ტერორის ქვეშ ცხოვრებას არ ვაპირებთ! შეიგნეთ!“, - წერს დეა მეტრეველი სოციალურ ქსელში.