ირაკლი ჩიქოვანი - არანაირი საზედამხედველო ან საკონსულტაციო საბჭოების არსებობა არ არის აუცილებელი - რაოდენ დესტრუქციულიც არ უნდა იყოს ოპოზიცია, "ქართული ოცნება" 12 რეკომენდაციას შეასრულებს

რა საბჭოებზე უნდა ვილაპარაკოთ მაშინ, როცა ეს ადამიანები არ იყენებენ კონსტიტუციურ უფლებას, იყვნენ პარლამენტის წევრები და აღასრულონ, რაც მანდატით ეკისრებათ , - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარტია "საქართველოსთვის" შეთავაზებას პარლამენტში რეკომენდაციების თაობაზე საზედამხედველო საბჭოს შექმნის შეთავაზებას.

ამასთან, ჩიქოვანი მიუხედავად იმისა, რომ პარტია "საქართველოსთვის" წევრები პარლამენტში იმ დეპუტატების რიცხვში იყვნენ, ვინც რეკომენდაციებთან დაკავშირებით შექმნილ სამუშაო ჯგუფებს ესწრებოდნენ, ჩიქოვანი აცხადებს, რომ "არც სამუშაო შეხვედრებზე არ ყოფილა რეალურად მათი თანამონაწილეობა".

“ფაქტობრივად, ოპოზიციის ნებისმიერ წარმომადგენელს, ამ შემთხვევაში არ გავყოფ რადიკალებს და არა რადიკალებს, რეალური სამუშაო რეკომენდაციების შესრულებაში არ გაუწევიათ, იშვიათი გამონაკლისის გარდა და არის ასეთი იშვიათი გამონაკლისი, რადგან "მოქალაქეები" აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას საარჩევნო კოდექსის ცვლილებებში, ეს არის ობიექტური რეალობა. არც სამუშაო შეხვედრებზე, რეალურად არ ყოფილა მათი თანამონაწილეობა. ვხედავდით რამდენიმე შემთხვევაში, სადაც დაფიქსირდა მათი მხარდამჭერი ხმა სასესიო განხილვების დროს, რადგანდაფიქსირებულიყო, მაგრამ რეალური მუშაობა მათ არ გაუწევიათ.

არანაირი საზედამხედველო ან რაიმე ფორმის საკონსულტაციო საბჭოების არსებობა არ არის აუცილებელი, რომ 12 რეკომენდაცია შესრულდა. დიდი ნაბიჯებია გადადგმული წინ, რომ რეკომენდაციები სრულად შესრულდეს, მაგრამ დეპოლარიზაცია არის არსებითი პრობლემა, მაშინ, როცა ბოლშევიზმს ახალისებს ოპოზიცია ქვეყანაში. თუმცა, მიუხედავად იმისა, რაოდენ დესტრუქციულიც არ უნდა იყოს ოპოზიცია, "ქართული ოცნება" ამ 12 რეკომენდაციას შეასრულებს", - განაცხადა ჩიქოვანმა.

პარტია „საქართველოსთვის“ მმართველ გუნდს პარლამენტში 12 რეკომენდაციის შესრულებისთვის საპარლამენტო მუშაობის მეორე, „რეალური ეტაპის" დაწყებისკენ მოუწოდებს, რომლის ფარგლებში ოპოზიციის მონაწილეობით, უნდა შეიქმნას 12 რეკომენდაციის შესრულების საპარლამენტო საზედამხედველო საბჭო, ასევე შესრულდეს ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია მინიმუმ სამ საკითხზე, კერძოდ - მართლმსაჯულების, საარჩევნო და ანტიკორუფციული რეფორმის მიმართულებით.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა