ირაკლი ჩიქოვანი შალვა რამიშვილის მიერ ქალების შესაძლო სექსუალურ შევიწროებაზე - ამ ყველაფერს კამპანიური რეჟიმი აქვს

ამ ყველაფერს კამპანიური რეჟიმი აქვს და დაკავშირებულია კონკრეტულ პირებთან, რომლებიც პირდაპირ ასოცირდებიან კეზერაშვილთან, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ჩიქოვანი ქალების მიერ შალვა რამიშვილის სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებას.

მისი თქმით, "თუ სიმართლეა დასადგენი", სამართლებრივად უნდა დადგინდეს.

"საქმეს ნამდვილად არ ვიცნობ, ვხედავ, რომ ამ ყველაფერს კამპანიური რეჟიმი აქვს და დაკავშირებულია კონკრეტულ პირებთან, რომლებიც პირდაპირ ასოცირდებიან კეზერაშვილთან.

თუ სიმართლეა დასადგენი, სამართლებრივად უნდა დადგინდეს, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ხშირად ხდება პირდაპირი დისკრედიტაცია. ამ ყველაფერს სჭირდება შესაბამისი პროცედურები, სხვა კომენტარს არ გავაკეთებ", - განაცხადა ჩიქოვანმა.

ჩიქოვანი ასევე გამოეხმაურა წინა კვირას პარლამენტში მომხდარ ფაქტს, რა დროსაც სხდომაზე პრემიერ - მინისტრის მოსმენის დასრულების შემდეგ "ქართული ოცნების" დეპუტატები გუბაზ სანიკიძეს კიბეებთან დაედევნენ და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ჩიქოვანის შეფასებით, სანიკიძემ ადეკვატური პასუხი მიიღო.

"პოლიტიკურ ოპონენტებთან კარგად და მყარად ვგრძნობთ თავს ოპონირების თვალსაზრისით, უბრალოდ როცა ადამიანები გადადიან ზღვარს და გადადიან პირად შეურაცხყოფებზე, მანდ ემოციები ჭარბობს ხოლმე და ამ შემთხვევაში საკადრისი პასუხი მიიღო,"- განაცხადა ჩიქოვანმა.

კითხვაზე, მისი ამ კომენტარით, ძალადობას ხომ არ ამართლებს, ჩიქოვანი აცხადებს, რომ ძალადობას არ ამართლებს.

ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება