საპატრიარქო - გავრცელდა ინფორმაცია, 28 მარტს საეკლესიო თემასთან დაკავშირებული აქციის შესახებ, რომელიც უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ეხება - აღნიშნულ აქტივობას საქართველოს საპატრიარქოსთან კავშირი არ აქვს

საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, უკრაინის საელჩოსთან 28 მარტს დაგეგმილ აქციასთან საპატრიარქოს კავშირი არ აქვს.

ამასთან, როგორც საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, „სხვა ქვეყნის სახელმწიფო წარმომადგენლობასთან საპროტესტო აქციებში მონაწილეობისაგან სასულიერო პირებმა თავი უნდა შეიკავონ“.

„გავრცელდა ინფორმაცია, 28 მარტს საეკლესიო თემასთან დაკავშირებული აქციის შესახებ, რომელიც უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ეხება. როგორც ნათქვამია განცხადებაში, მსვლელობა უკრაინის საელჩოსთან საპროტესტო აქციით უნდა დასრულდეს და თითქოს მონაწილეობა უნდა მიიღონ ჩვენი ეკლესიის სასულიერო პირებმაც.

ვაცხადებთ, აღნიშნულ აქტივობას საქართველოს საპატრიარქოსთან კავშირი არა აქვს და სხვა ქვეყნის სახელმწიფო წარმომადგენლობასთან საპროტესტო აქციებში მონაწილეობისაგან სასულიერო პირებმა თავი უნდა შეიკავონ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2026
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება
ვიზიტორთა სავალდებულო დაზღვევამ „არდის“ მრავალწლიანი გამოცდილების პროდუქტზე მოთხოვნა მკვეთრად გაზარდა
სასტუმრო „პაბელონი“: თანამედროვე ინფრასტრუქტურა და ქართული მასპინძლობა