პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა ჟინვალში გასვლითი შეხვედრა გამართა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ჟინვალის წყალსაცავთან გასვლითი შეხვედრა გამართეს, სადაც წყლის რესურსების მართვის საკითხებზე კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერილი კერძო-საჯარო დიალოგის საპარლამენტო პლატფორმის ფარგლებში წყლის რესურსების მართვის კანონპროექტის შესახებ დიალოგი გაიმართა, რომლის მიღება ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებაა.

პარლამენტის ინფორმაციითვე, შეხვედრაზე ბიზნესისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა წყლის რესურსების მართვის კანონპროექტთან დაკავშირებით თავიანთი პოზიციები წარმოადგინეს.

„ღონისძიებაში პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, USAID-ის მისიის დირექტორის მოადგილე დევიდ ჰოფმანი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ნინო თანდილაშვილი, GWP-ის ხელმძღვანელობა, ბიზნესის და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ „წყლის რესურსების მართვის შესახებ" საკანონმდებლო პაკეტი უმნიშვნელოვანეს და კომპლექსურ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს წარმოადგენს, რომელიც წყლის რესურსების მართვის პრინციპებს სრულიად ცვლის და წყლის რესურსების მართვის ერთიან, საერთაშორისო მიდგომებზე დაფუძნებულ, წყლის რესურსების მართვის სფეროში მოქმედი ევროდირექტივების შესაბამის თანამედროვე სისტემას აყალიბებს.

ღონისძიების ფარგლებში USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამამ და GWP-მ თანამშრომლობის დოკუმენტს ხელი მოაწერეს, რომლის მიზანია ცნობიერების ამაღლება წყლის რესურსების რაციონალური გამოყენების შესახებ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა