„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.
„მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებას და ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესს”, - აღნიშნავს მმართველი პარტია ინფორმაციაში.