ანა დოლიძემ განათლების სამინისტროს სკოლებში ბავშვების კვებასთან დაკავშირებით ინიციატივით მიმართა

პარტია ,,ხალხისთვის’’ ლიდერმა ანა დოლიძემ განათლების სამინისტროს ინიციატივით მიმართა, რომელიც გულისხმობს ბავშვების კვების დაფინანსებას საჯარო სკოლებში.

დოლიძის განცხადებით, სახელმწიფომ ბავშვთა კვება საჯარო სკოლებში უნდა დააფინანსოს.

“დღეს, ჩვენ აქ ვართ ერთი მნიშვნელოვანი საკითხისთვის და ეს არის ბავშვთა შიმშილი და ბავშვთა კვება საჯარო სკოლებში. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გვაქვს კამპანია ამ საკითხთან დაკავშირებით, სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს ბავშვთა კვება საჯარო სკოლებში. იცით, რომ ყველაზე სერიოზული საკითხი დღეს ქვეყანაში არის ბავშვთა შიმშილი ქვეყანაში. ყველა კვლევით, ნომერ პირველი თემა არის ფასების ზრდა, რამაც უფრო გაამძაფრა ბავშვთა კვების საკითხი. რეგიონებში სიარულისას კარგად გამოჩნდა, რომ უმეტესობა ბავშვების ვერ ჭამს სკოლაში ან კვება უჯდებათ ძალიან დიდი თანხა, ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებსაც ეს საშუალება ისედაც არ აქვთ. ამიტომ ჩვენ გვაქვს კამპანია, რითაც ვთხოვთ სახელმწიფოს, რომ სრულად აიღოს თავის თავზე ბავშვთა კვება საჯარო სკოლებში", - აცხადებს ანა დოლიძე.

ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა