ირაკლი ქადაგიშვილი - სააკაშვილი 24-საათიან "ლაივში" ცხოვრობს მშობლებთან, ოჯახთან, გულშემატკივრებთან ერთად - თუკი დარჩა დედამიწის ზურგზე სამართალი, არანაირი სტრასბურგის გადაწყვეტილება არ შეიძლება არსებობდეს

სააკაშვილის პატიმრობის პროცესი 24-საათიან "ლაივში" არის გადაცემული - აქ ადამიანის უფლება კი არა, პოლიტიკოსის უფლებაც კი არ არის დარღვეული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, თუკი დედამიწის ზურგზე სადღაც სამართალი დარჩა და ყველაფერი პოლიტიკურ კონიუნქტურას არ არის შეწირული, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს არანაირი გადაწყვეტილება არ შეიძლება არსებობდეს.

„სტრასბურგის სასამართლო განიხილავს სრულდება თუ არა ადამიანის მიმართ სამართლიანი სასამართლო, ან სახელმწიფო ძალადობს თუ არა სამართლის აღსრულების პროცესში ადამიანზე, ან როგორია მისი პატიმრობის პირობები. ამ შემთხვევაში, სააკაშვილის პატიმრობის პროცესი 24-საათიან "ლაივში" არის გადაცემული. გამომდინარე აქედან, სტრასბურგის სასამართლოში მსჯელობის საგანი რა უნდა იყოს, თვითონ სასამართლოსთვისაც გაუგებარი იქნება. მე ვშიშობ, რომ შეიძლება სარჩელიც კი არ მიიღოს, როგორც ეს ერთ შემთხვევაში, მისი პატიმრობის დასაწყისში იყო, იმიტომ რომ გვყავს პატიმარი, რომელიც ერთ-ერთ საუკეთესო კლინიკაში არის და 24-საათიან "ლაივში" ცხოვრობს მშობლებთან, ოჯახთან, გულშემატკივრებთან ერთად, სრული პოლიტიკური ჩართულობით ყველა პროცესში და ნუ, აქ ადამიანის უფლება კი არა, პოლიტიკოსის უფლებაც კი არ არის დარღვეული. აქედან გამომდინარე, თუკი დარჩა დედამიწის ზურგზე სადღაც სამართალი და ყველაფერი პოლიტიკურ კონიუნქტურას არ არის შეწირული, რა თქმა უნდა, არანაირი სტრასბურგის გადაწყვეტილება სააკაშვილის "ქეისთან" მიმართებით არ შეიძლება არსებობდეს“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა