დიმიტრი შაშკინი - საქართველოში რუტინული ცხოვრება არ იქნება, ვიდრე მესამე პრეზიდენტს ციხეში კლავენ - ან მთავრობა აკეთებს იმას, რაც ხალხს უნდა, ან ხალხი ცვლის მთავრობას

საქართველოში არანაირი რუტინული ცხოვრება არ იქნება, ვიდრე მესამე პრეზიდენტს ციხეში კლავენ , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი შაშკინმა განაცხადა.

როგორც შაშკინმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების შტაბის მუშაობაზე საუბრისას აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობას“ სჭირდება ამოქმედება, მას შემდეგ, რაც რამდენიმე წლის განმავლობაში ძილის რეჟიმში იყო.

„პარტიას, სამწუხაროდ ამოქმედება სჭირდება, იმ ძილის შემდეგ, რაც პარტია იმყოფებოდა რამდენიმე წლის განმავლობაში. ახლა, პარტიის სტრუქტურა ამუშავდა და სჭირდება დრო, იმისათვის, რომ საქართველოში ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია იყოს ამოქმედებული მთელი თავისი ძალით“, - აღნიშნა შაშკინმა.

კითხვაზე, იქნება თუ არა 9 აპრილის აქციაზე, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა დაყენებული, შაშკინი აღნიშნავს, რომ სააკაშვილი საკითხი ევროკავშირმა დააყენა, როდესაც საქართველოს 12-პუნქტიანი მოთხოვნა შესთავაზა.

„ეს არ არის ევროკავშირის ულტიმატუმი. ეს არის ევროკავშირის მოთხოვნა, რომელიც საქართველოს მთავრობამ მიიღო და როგორც თვითონ ამბობენ, დაიწყეს ამ მოთხოვნების შესრულება. ამ მოთხოვნებიდან ერთ-ერთი არის პოლიტიკური სივრცის დეპოლარიზაცია. საქართველოში, არანაირი რუტინული ცხოვრება არ იქნება, მანამ სანამ საქართველოს მესამე პრეზიდენტს ციხეში კლავენ.

9 აპრილის აქცია ეს არის ერთ-ერთი ნაბიჯი, იმისათვის, რომ საქართველოს მთავრობა ვაიძულოთ დააკმაყოფილოს აღებული ვალდებულებები. თქვენ აიღეთ ეს ვალდებულებები და ახლა ნება იბოძეთ და შეასრულეთ ეს ვალდებულებები!“, - განაცხადა შაშკინმა.

კითხვაზე, თუკი მიხეილ სააკაშვილი არ იქნება განთავისუფლებული „ნაციონალური მოძრაობა“ 12 პუნქტის შესრულებაში მიიღებს თუ არა მონაწილეობას, შაშკინის თქმით, ოპოზიციამ ქართველი ხალხის ძალა უნდა გამოიყენოს, იმისათვის, რომ „ქართულ ოცნება“ აიძულონ შეასრულოს 12- პუნქტიანი გეგმა.

„12-პუნქტიანი გეგმის შესრულების ვალდებულება იყო აღებული საქართველოს ხელისუფლების მიერ. არავის დაუძალებია და არავის დაუყენებია ულტიმატუმები. ერთ-ერთი ვალდებულება არის პოლიტიკური სივრცის დეპოლარიზაცია. ეს ეხება მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას.

დემოკრატიულ ქვეყანას ახასიათებს, რომ ან მთავრობა აკეთებს იმას, რაც ხალხს უნდა, ან ხალხი ცვლის მთავრობას, ეს არის დემოკრატიის პრინციპი.

ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ქართველი ხალხის ძალა, იმისათვის, რომ „რუსული ოცნება“ ვაიძულოთ შეასრულოს აღებული ვალდებულება. სხვა მექანიზმი ჩვენ არ გაგვაჩნია“,- განაცხადა შაშკინმა.

კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
უნიკალური შესაძლებლობა ევროპაში მცხოვრები ქართველებისთვის
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება