პრემიერ-მინისტრი ევროპალატისა და ჩეხეთის სავაჭრო პალატის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპალატისა და ჩეხეთის სავაჭრო პალატის პრეზიდენტს ვლადიმირ დლოუჰს შეხვდა.

მთავრობის მეთაურმა ვლადიმირ დლოუჰს ევროპალატის პრეზიდენტის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"შეხვედრაზე საუბარი სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებას, ვაჭრობის ლიბერალიზაციას და საექსპორტო ბაზრების საკითხებს შეეხო. განიხილეს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი და უცხოელი ინვესტორებისთვის ქვეყანაში არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემო.

ხაზი გაესვა საქართველოს უნიკალურ ადგილმდებარეობის მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ ძლიერდება საქართველოს, როგორც რეგიონული სავაჭრო, ციფრული, სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბის როლი.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ევროპალატის ვიცე-პრეზიდენტი, თურქეთის პალატებისა და ბირჟების გაერთიანების პრეზიდენტი რიფათ ჰისარჩიკლიოღლუ, ევროპალატის აღმასრულებელი დირექტორი ბენ ბათერსი. საქართველოს მხრიდან შეხვედრას ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და საქართველოს სამრეწველო და სავაჭრო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია ესწრებოდნენ", - ნათქვამია ინფორმაციაში.

კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება