გიორგი ვაშაძე - 12 პუნქტის შესრულებას უნდა პოლიტიკური ნება - მომეცით 76 მანდატი და 2 კვირაში ჩაგაბარებთ გაკეთებულს

12 პუნქტის შესრულებას უნდა პოლიტიკური ნება და ორ კვირაში არის ყველაფერი გაკეთებული - მომეცით 76 მანდატი, 2 კვირაში ჩაგაბარებთ 12 პუნქტს გაკეთებულს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კანონებს პარლამენტში უმრავლესობა იღებს და არა ოპოზიცია.

„ჩვენთვის, „სტრატეგია აღმაშენებლისთვის“ სამოქალაქო სექტორის აზრს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. გასულ წელს, სამოქალაქო სექტორთან ერთად, 12 პუნქტთან დაკავშირებით, ჩვენ შევთანხმდით თუ რა იყო გასაკეთებელი იმისთვის, რომ ჩათვლილიყო ეს 12 პუნქტი შესასრულებლად. ამის ალტერნატივად „ქართულმა ოცნებამ“ ცრუ სამუშაო ჯგუფები შექმნა. ერთი შედეგი მაინც მითხრან ყავის სმის მეტი რა შედეგი დადეს ამ სამუშაო ჯგუფებმა. სამწუხაროდ, სამოქალაქო სექტორი გააგდეს ამ სამუშაო ჯგუფებიდან და დღეს ვართ ძალიან მძიმე ვითარებაში. არცერთი ძირითადი საკითხი არ არის შესრულებული. ამას უნდა პოლიტიკური ნება და ორ კვირაში არის ყველაფერი გაკეთებული. მაქსიმუმ, ორ კვირაში შეიძლება ყველაფერ ამის შესრულება, როცა გაქვს უმრავლესობა და პოლიტიკური ნება, საქართველო გახდეს ევროკავშირის კანდიდატი წევრი და შემდგომში ევროკავშირის წევრი. თუ ეს პოლიტიკური ნება არ გაქვს, შენ ამას არ აკეთებ. დღეს „ქართულ ოცნებას“ არ აქვს პოლიტიკური ნება, რომ საქართველომ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. როგორც გავაწვევინეთ რუსული კანონი, ასევე ყველა მექანიზმით უნდა ვაიძულოთ, რომ როგორმე მიიღოს კანონები, რომელიც მისაღები იქნება დასავლეთისთვის.

რაც შეეხება ოპოზიციის როლს, სადაც იქნება კანონი, რომელიც შეესაბამება 12 პუნქტს, ჩვენ ამას გავაკეთებთ. იგივე რუსულ კანონთან დაკავშირებით ჩვენ საზოგადოებას ვაჩვენეთ ამ პრობლემის სიმწვავე, ყველა საკომიტეტო და სასესიო დარბაზში და სწორედ ამის შემდეგ, ხალხის პროტესტის ფონზე, „ქართულ ოცნებას“ მოუწია გაეწვია უკან, ჩაეგდო რუსული კანონი. ეს არის ოპოზიციის როლი, რომ ფხიზელი იყოს საზოგადოება, რომ ვერავინ შეძლოს ტყუილში შეყვანა. რაც შეეხება კანონებს, პირდაპირ გეუბნებით, მომეცით 76 მანდატი, 2 კვირაში ჩაგაბარებთ 12 პუნქტს გაკეთებულს. უმრავლესობა იღებს კანონებს პარლამენტში და არა ოპოზიცია“, - განაცხადა ვაშაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო