საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორ რევაზ კლდიაშვილს განსაკუთრებული ღვაწლისთვის სტუ-ის ოქროს მედალი გადასცა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ, სტუ-ის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის პროფესორს, საქართველოს საიჟინრო აკადემიის ნამდვილ წევრს, ცნობილ დრამატურგს, შესანიშნავ პედაგოგსა და მკვლევარს, არაერთი ჯილდოსა და პრემიის მფლობელს, რევაზ კლდიაშვილს უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის სტუ-ის ოქროს მედალი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ აღნიშნა, რევაზ კლდიაშვილი მრავალი ათეული წელია უნივერსიტეტის პროფესორი, მკვლევარი და გამორჩეული პედაგოგია, რომელმაც ქიმიკოსთა არაერთი თაობა აღუზარდა ქვეყანას. რექტორის განცხადებით, უნივერსიტეტის წინაშე მრავალი დამსახურების გარდა, პროფესორი რევაზ კლდიაშვილი ცნობილი დრამატურგია, რომლის შემოქმედება არაერთი პრემიით აღინიშნა.

„პროფესორი რეზო კლდიაშვილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთი გამორჩეული სახე, ცნობილი მკვლევარი და არაჩვეულებრივი პედაგოგია, რომელმაც მრავალი პროფესიონალი აღუზარდა ქვეყანას. გარდა ამისა, ბატონი რეზო არის უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს, ასევე, საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის მრჩეველთა საბჭოსა და Sigma-Xi ამერიკელ მეცნიერთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი. აღსანიშნავია ბატონი რეზოს მოღვაწეობა დრამატურგიაში, რაც სხვადასხვა დროს, საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის, დავით კლდიაშვილის და პოლიკარპე კაკაბაძის სახელობის პრემიებით აღინიშნა, ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის კი მას „ხელოვნების ქურუმის“ წოდება მიენიჭა. უნივერსიტეტისა და ქვეყნის წინაშე მისი მრავალი დამსახურების გათვალისწინებით, აკადემიურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, პროფესორ რევაზ კლდიაშვილისთვის უნივერსიტეტის უმაღლესი ჯილდო - ოქროს მედალი მიენიჭებინა. საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, ვულოცავთ ჩვენს კოლეგას ამ საპატიო ჯილდოს და ვუსურვებთ მრავალ წარმატებას სამეცნიერო-პედაგოგიურ და ლიტერატურულ საქმიანობაში, მშობლიური უნივერსიტეტისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ“, - აღნიშნა რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის