ელენე ხოშტარია - ერთიანი თანამშრომლობითა და კოორდინაციით უნდა ვაიძულოთ მთავრობა, რომ ევროპული პერსპექტივიდან არ გადავიჩეხოთ

პარტია „დროას“ თავმჯდომარის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ერთიანი თანამშრომლობითა და კოორდინაციით საზოგადოებამ მთავრობა უნდა აიძულოს, რომ ქვეყანა ევროპული პერსპექტივიდან არ გადაიჩეხოს.

როგორც ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, ხელისუფლება მშვიდობიანი გზით უნდა შეიცვალოს, რადგან მათი მმართველობის პირობებში საქართველოს ევროპული პერსპექტივა არ გააჩნია.

„მგონი, თავად „ქართული ოცნება“ აღარ ცდილობს, ვინმეს დაუმტკიცოს, რომ 12 პუნქტის შესრულება მათი ამოცანაა. ისინი ევროპის, უკრაინის მიმართ პირდაპირ თავდასხმაზე არიან გადასულები. პირდაპირ აცხადებენ, რომ 12 რეკომენდაციის შესრულებას არ აპირებენ. ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელიც შესრულებულად ითვლება, სახალხო დამცველის არჩევაა. ეს რეალურად შესრულებული არ არის და სამწუხაროდ, ოპოზიციის ხელშეწყობით, „ქართული ოცნების“ ადამიანი გაიყვანეს თანამდებობაზე.

ადამიანებმა, რომლებიც ევროპულ პერსპექტივაზე ვღელავთ, უნდა მოვიფიქროთ მექანიზმები, თუ როგორ ვაიძულოთ მათ, რომ ევროპული პერსპექტივა შევინარჩუნოთ. ეს ხელისუფლება, რა თქმა უნდა, მშვიდობიანი გზით უნდა შეიცვალოს, რადგან მათი მმართველობის პირობებში ჩვენ ევროპული პერსპექტივა არ გაგვაჩნია.

მარტის მოვლენები საზოგადოების მხრიდან იძულების მაგალითია. ერთიანი თანამშრომლობითა და კოორდინაციით უნდა ვაიძულოთ მთავრობა, რომ უბრალოდ, ევროპული პერსპექტივიდან არ გადავიჩეხოთ“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის