მიხეილ სარჯველაძე - მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოსთვის მტკიცებულებები საკმარისი არ იქნება - ფეხს ითრევენ სარჩელის წარდგენისგან, იციან, რომ ასეთი სარჩელი მარცხისთვის განწირული იქნება

ის რაც საკმარისია პიარისათვის, რათა ვინმე დააჯერონ, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით შეიძლება უფლებების დარღვევას ჰქონდეს ადგილი, სტრასბურგის სასამართლოსთვის მტკიცებულებები არც ერთ შემთხვევაში საკმარისი არ იქნება - ამიტომაც ითრევენ ფეხს სარჩელის წარდგენისგან, რადგან იციან, რომ ასეთი სარჩელი მარცხისთვის განწირული იქნება, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ გააკეთა.

სარჯველაძე ნორვეგიაში სააკაშვილისთვის ადამიანის უფლებების, პოლიტიკური და დემოკრატიული ინსტიტუტების ხელშეწყობისთვის პრიზის გადაცემასაც გამოეხმაურა და აღნიშნულ გადაწყვეტილებას „ცინიკური“ უწოდა.

„უამრავმა ადამიანმა მიხეილ სააკაშვილის ანტიდემოკრატიული და ანტიჰუმანური მმართველობა ტრაგედიის ფასად იწვნია. ამ ფონზე მისთვის ჯილდოს გადაცემა ცინიკურია. სააკაშვილმა არა თუ თავი არ გამოიჩინა დემოკრატიასა და ადამიანის უფლებათა დაცვაში წვლილის შეტანით, მას ამის სრულიად საპირისპიროს კეთებაში აქვს დიდი წვლილი. ამ ფონზე მისი დაჯილდოება ცინიკურად გამოიყურება. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არის შეცდომითა და რაღაც ემპათიით გამოწვეული გადაწყვეტილება, რასაც ადგილი შეიძლება საკითხში გაუთვიცნობიერებლობის გამო ჰქონდა. სააკაშვილი დასაჯილდოებელია არა დემოკრატიასა და ადამიანის უფლებათა დაცვის საქმეში შეტანილი წვლილისთვის, არამედ პირიქითა საქმის კეთების გამო შეიძლება ანტიგმირის წოდება მინიჭებოდა“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო