მამუკა მდინარაძე - ბრეივიკმა ხელი თავად გამოკრა სასხლეტს, ხოლო მიხეილ სააკაშვილმა შექმნა სისტემა, სადაც სასხლეტზე ხელის გამომკვრელი ბევრი ადამიანი იყო

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილისთვის ადამიანის უფლებების დარგში ჯილდოს გადაცემა ქართველი ხალხისადმი უკიდურესი ცინიზმია.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, სააკაშვილმა შექმნა სისტემა, სადაც „სასხლეტზე ხელის გამომკვრელი ბევრი ადამიანი იყო“.

„ბრეივიკმა ხელი თავად გამოკრა სასხლეტს, ხოლო მიხეილ სააკაშვილმა შექმნა სისტემა, სადაც სასხლეტზე ხელის გამომკვრელი ბევრი ადამიანი იყო. ეს ძალიან სერიოზული განსხვავებაა. უკიდურესი ცინიზმია, რომ მიხეილ სააკაშვილს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში ჯილდო მიანიჭო. საპირისპირო მტკიცებულებები და სააკაშვილის გათეთრება არის უკიდურესი ცინიზმი ქართველი ხალხის მიმართ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პაატა ზაქარეიშვილი - აფხაზეთში ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ხდება, ამიტომ საჭიროა ამ თემებზე ჩვენი მხრიდან მეტი ყურადღება და ანალიზი
ქართული პრესის მიმოხილვა 05.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
კახა ოქრიაშვილი - „რუსულმა ოცნებამ“ თავად გაშიფრა საკუთარი აგენტურა საქართველოში
წინანდლის მუზეუმში ჯიბსონ ხუნდაძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა
შეიძინე ახალი ნომერი და მიიღე საჩუქრები ახალი სასწავლო წლისთვის