რომან გოცირიძე - არავინ მოტყუვდეს სადღეგრძელოებით და ქალისგან ყალბი კულტის შექმნით - საქართველოში ქალი არის დაჩაგრული

არავინ მოტყუვდეს სადღეგრძელოებით და ქალისგან ყალბი კულტის შექმნით - საქართველოში ქალი არის დაჩაგრული, საქართველოს საჯარო რეესტრში ქონების 80 პროცენტზე მეტი რეგისტრირებულია კაცებზე, ავტომობილების მძღოლები, 90 პროცენტზე მეტი, არიან კაცები, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ქალი თავისუფალი არ არის და ამ საკითხზე ღიად საუბარია საჭირო. მისივე თქმით, ხელისუფლების და ეკლესიის "ბნელი ძალები" ქალების ჩაგვრის თანამონაწილეები არიან.

"ძველი ფეოდალური ტრადიციები, რომელსაც ხშირად, პარლამენტშიც უწოდებენ ხოლმე ეროვნულ იდენტობას, სინამდვილეში არის ჩაგვრაზე და პირველ რიგში, ქალის ჩაგვრაზე აგებული. ეს არის უმძიმესი საკითხი, მასზე უნდა ვისაუბროთ ღიად და სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი განცხადება იყო მორალურად და პოლიტიკურად სწორი. "ქართული ოცნების" განცხადებები ზურაბიშვილის ამ განცხადებაზე იყო ქალთა დისკრიმინაციისადმი მიმართული, არსებული მდგომარეობის შენარჩუნებისკენ მიმართული. შეკრული არიან ეკლესიის ბნელ ძალებთან და ხელისუფლების და ეკლესიის ბნელი ძალები ერევიან ადამიანის პირად ცხოვრებაში, ოჯახურ ცხოვრებაში, არიან თანამონაწილეები ქალის ჩაგვრაში,"- განაცხადა გოცირიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქალთა ძალადობის კუთხით ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას და აღნიშნულის "სხვადასხვა ფორმით გამართლებას" შემაშფოთებელი უწოდა.

როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, „ხელისუფლება ძალადობას კი არ ემიჯნება, თუნდაც სიტყვიერად, პირიქით, მოძალადეს აგულიანებს და მსხვერპლს ამით განმეორებით ეძალადება“.

„ეს ჩვენ ქვეყანას არ ეკადრება. უნდა გრცხვენოდეთ!“ , - განაცხადა ზურაბიშვილმა.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო