მიხეილ სარჯველაძე - პოლიტიკური სპეკულაციებისთვის ეთნიკური, რელიგიური შუღლის თემების გამოყენება ყველაზე დიდი ამორალობა და ამ ქვეყნის ძალიან დიდი მტრობაა

პოლიტიკური სპეკულაციებისთვის ეთნიკური, რელიგიური შუღლის თემების გამოყენება ყველაზე დიდი ამორალობა და ამ ქვეყნის ძალიან დიდი მტრობაა, - ამის შესახებ განცხადება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ გააკეთა.

სარჯველაძის შეფასებით, ბოლო ხანებში გახშირდა სპეკულაციები ისეთ თემებზე, რომელიც თითოეული დეპუტატისგან და ადამიანისგან, ვინც ამ ქვეყნის გულშემატკივარია, მეტ პასუხისმგებლობას მოითხოვს.

„ადამიანი ავკარგიანია იმისგან დამოუკიდებლად თუ ვინ რომელი აღმსარებლობისაა, ვინ რომელი ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელია. ჩემი პირადი პატივისცემა საქართველოში უმცირესობების წარმომადგენლებს - გინდ ეთნიკური, გინდ რელიგიური უმცირესობა. ჩემი ღრმა პატივისცემა და დასტური მთლიანად კომიტეტისგან და პარლამენტისგან“, - განაცხადა სარჯველაძემ კომიტეტის სხდომაზე.

ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება