ირაკლი კობახიძე - ტარიელ ნაკაიძე პრობლემურია თავისი საქმიანობით - მასთან დაკავშირებით ბევრი ინფორმაცია გვაქვს

ტარიელ ნაკაიძე პრობლემური არის თავისი საქმიანობით. მასთან დაკავშირებით ჩვენ ბევრი ინფორმაცია გვაქვს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა დასმულ შეკითხვას, თუ რომელი ქვეყნის აგენტია ტარიელ ნაკაიძე.

მისი თქმით, მუსლიმთა თემით სპეკულირება ხდება.

„მინდა ძალიან მძიმედ შევაფასო ის განცხადებები, რაც მიზნად ისახავს ამ თემით სპეკულირებას, მათ შორის სამწუხაროდ, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ცდილობენ ამ თემით სპეკულირებას. სინამდვილეში, რეალობა არის სხვა. ტარიელ ნაკაიძე პრობლემური არის თავისი საქმიანობით. მასთან დაკავშირებით ჩვენ ბევრი ინფორმაცია გვაქვს. ამ დეტალებზე არ ვისაუბრებ, მაგრამ ის თავისი საქმიანობით სწორედ რომ უპირისპირდება ჩვენს ძალიან ძვირფას მუსლიმურ თემს. ტარიელ ნაკაიძე თავისი საქმიანობით უპირისპირდება მუსლიმური თემის ინტერესებს“, - განაცხადა კობახიძემ.

კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება