ვასო ურუშაძე - ნორვეგიის სალჩოსთან გამართული აქცია არ არის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, ეს არის აქცია საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების წინააღმდეგ

ნორვეგიის სალჩოსთან გამართული აქცია არ არის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, ეს არის აქცია საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების წინააღმდეგ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ განაცხადა.

ურუშძის თქმით, ეს აქცია იმართება მხოლოდ იმიტომ, რომ „არ ესიამოვნა ბიძინა ივანიშვილს მიხეილ სააკაშვილისთვის გადაცემული ჯილდო და ამისთვის მზად არის დააზიანოს საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესები“.

„ნორვეგიის საელჩოსთან აქცია, ნორვეგიის საერთაშორისო დონეზე მოხსენიება ისე, რომ მათ თურმე გააკეთეს ისეთი რამ, რაც არ ესიამოვნა ბიძინა ივანიშვილს, არ ესიამოვნა ირაკლი ღარიბაშვილს და ამის გამო ასეთი სიტყვებით ლანძღვა და პირდაპირი მნიშვნელობით პროპაგანდირება ისე, როგორც პროპაგანდირებდნენ წლებია რუსი პროპაგანდისტები და წერდა „ასავალ-დასავალი“, რა თქმა უნდა, არის დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნისთვის და დამაზიანებელი საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესისთვის. ის აქცია, რომელიც დღეს გაიმართა ნორვეგიის საელჩოსთან, არ არის აქცია მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, ეს არის აქცია საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების წინააღმდეგ. საერთაშორისო დონეზე ჩვენ წარმოვჩინდებით არა როგორც შემდგარი სახელმწიფო, არამედ პოლიტიკური დაჯგუფება, რომელიც ფიქრობს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ პირად ინტერესებზე და ძალაუფლების შენარჩუნებაზე“, - განაცხადა ვასო ურუშაძემ.

ამასთან, ურუშაძე გუშინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა, რა დროსაც ღარიბაშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბრეივიკს შეადარა.

ენმ-ის ანტიკორუფციული მიმართულების მდივანის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის ეს განცხადება აზიანებს ქვეყნის ინტერესებს და „არ შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ ის გააკეთო და თქვა, რაც სურს რუს ოლიგარქს, ბიძინა ივანიშვილს“.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენს ქვეყანას ჰყავს პრემიერ მინისტრი, რომელიც არ ზრუნავს სახელმწიფო ინტერესებზე, არ ფიქრობს იმაზე, რომ მისი განცხადებები შეიძლება დამაზიანებელი იყოს ქვეყნისთვის და საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. ფიქრობს და ლაპარაკობს მხოლოდ იმას, თუ რას ფიქრობს ბიძინა ივანიშვილი, რას ფიქრობს თვითონ და ფაქტობრივად, ირაკლი ღარიბაშვილი და მთლიანად „ქართული ოცნება“ დავიდა „ასავალ-დასავალი“- ის დონის პროპაგანდაზე“. - განაცხადა ვასო ურუშაძემ, რომლის კომენტარს „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა