პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლებს შეხვდა.
საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა მიმოიხილეს საქართველოს მიერ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროგრესი და პლატფორმის წარმომადგენლების ინიციატივები.
მათივე ცნობით, აგრეთვე განიხილეს დარჩენილ აქტივობებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის გეგმები და აღნიშნულ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის საკითხები.